globe-outlined
ქარ
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

რა გელოდება თიბისი კამპუსის ტექნოლოგიები & Data-ს მოდულზე?

23 მარ. 2026
Blog Cover

ალბათ, ოდესღაც გქონია მომენტი, როცა მიხვდი, რომ სამყარო შენ გარშემო ძალიან სწრაფად იცვლება. ამ დროს გინდება, რომ ამ ცვლილებების ნაწილი თავადაც იყო, მაგრამ ყოველთვის ზუსტად არ იცი, საიდან ან როგორ უნდა დაიწყო. მეტიც, შეიძლება შენი ინტერესებიც მუდმივად ტრანსფორმირდება, ბევრი რამის სწავლა გინდება ერთდროულად, მაგრამ ხან დრო არ გყოფნის, ხან რესურსები და ხანაც უბრალოდ სწორი გზამკვლევი არ გაქვს. 

სწორედ ამ მიზნით შევქმენით თიბისი კამპუსი - სივრცე, რომელიც 18-24 წლის სტუდენტებს, საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, სრულიად უფასოდ, აძლევს საშუალებას დაეუფლონ თანამედროვე პროფესიებს და საკუთარი მომავლის შემოქმედები თავად გახდნენ. 

თიბისი კამპუსის ახალი ნაკადი კი წელს განსაკუთრებული სიახლეებით ბრუნდება და საშუალებას გაძლევს წლის განმავლობაში ოთხ სხვადასხვა მოდულზე გამოსცადო თავი. მიუხედავად იმისა, რომ მარკეტინგის მოდული უკვე ჩატარდა, წინ კიდევ ბევრი საინტერესო რამ დაგხვდება. თუმცა, ახლა ყველაზე აქტუალური და დინამიკური ეტაპი - ტექნოლოგიებისა და Data-ს მოდული - იწყება, რომელიც ამ დარგით დაინტერესებულ ახალგაზრდებს თიბისი კამპუსში ელოდება.

1-ლი აპრილის ჩათვლით გაქვს შანსი, გაიარო რესგირტაცია და შემოუერთდე ტექნოლოგიები & Data-ს მოდულს, სადაც ოთხი უმნიშვნელოვანესი მიმართულება გავაერთიანეთ. აქ ისწავლი მონაცემთა ანალიზს, რათა ციფრების მიღმა რეალური ისტორიების დანახვა შეძლო, დაეუფლები ტექ-პროექტების მართვის საფუძვლებს, გაივლი IT ბიზნეს ანალიზის კურსს და შეისწავლი SQL-ს, რომელიც მონაცემთა ანალიტიკაში შენი მთავარი იარაღი გახდება. 

რაც მთავარია, პროფესიონალი ლექტორების დახმარებით მიიღებ ისეთ პრაქტიკულ გამოცდილებას, რომელსაც ინტერნეტით ან მარტივი თეორიებით ვერ დაეუფლები. ანუ, კურსის ბოლოს გექნება შესაძლებლობა რაღაც ახალი უკვე დამოუკიდებლად შექმნა. 

ისიც ვიცით, რომ ხშირად გამოწვევები შიშებთანაა დაკავშირებული, მაგრამ თან გვჯერა, რომ დაუღალავი შრომითა და შეუჩერებელი ცნობისმოყვარეობით შენში არსებული უნარები ნამდვილ სუპერძალად იქცევა. ნურც იმის შეგეშინდება, თუ აქამდე ტექნოლოგიების სფეროსთან შეხება არ გქონია, თიბისი კამპუსი სწორედ იმისთვისაა, რომ მოგცეს საწყისი ბიძგი დიდი გამარჯვებებისკენ და დაგარწმუნოს, რომ ყველაფერი გამოგივა, მთავარია გჯეროდეს.

23 მარ. 2026