whiteboard-outlined
შეხვედრების რაოდენობა
20 ლექცია
calendar-outlined
საათების რაოდენობა
40 საათი
laptop-outlined
ლექციების ფორმატი
Google Meets
რა არის კურსის მიზანი?
კურსის მიზანია, ბიზნეს ანალიზით დაინტერესებულ პირებს მიაწოდოს საბაზისო ინფორმაცია IT პროექტებზე, პროექტებში მონაწილე სხვადასხვა როლებსა და კონკრეტულად ბიზნეს ანალიტიკოსის საქმიანობაზე.
ვისთვისაა კურსი?
სტუდენტებისთვის ან ახალი კურსდამთავრებულებისთვის, ვისაც არ აქვს სამუშაო გამოცდილება და დაინტერესებულია IT სფეროში მუშაობის დაწყებით.
რა გეცოდინება კურსის გავლის შემდეგ?
კურსის დასრულების შემდეგ გეცოდინება პროექტისა და პროდუქტის განსხვავება, პროექტში მონაწილე როლები, ბიზნეს ანალიტიკოსის ფუნქციები, მოთხოვნების ტიპები და მართვა, ბიზნეს ანალიზის ძირითადი ინსტრუმენტები და პროექტის დაგეგმვის პრინციპები.
- check-circle-filled სენიორ ბიზნეს ანალიტიკოსი
- check-circle-filled სენიორ სისტემის ანალიტიკოსი
- check-circle-filled Product Owner
- check-circle-filled ლექტორი და მენტორი აიტი ბიზნეს ანალიზის მიმართულებით
რა ეტაპები უნდა გავიარო კურსზე მოსახვედრად?
chevron-down-outlinedშენთვის სასურველ კურსზე მოსახვედრად, ორი ეტაპის დავალება უნდა გაიარო.
შეავსე სარეგისტრაციო ფორმა, სადაც პირველი ეტაპის დავალება დაგხვდება.
პირველი ეტაპის დავალების წარმატებით შესრულების შემთხვევაში, სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელფოსტაზე, მეორე ეტაპის დავალებას მიიღებ.
შერჩევის დროს გავითვალისწინებთ რეგისტრაციის რიგითობას.
ყველა პუნქტის სწორად შესრულების შემდეგ, კამპუსის მონაწილე გახდები.
ვინ არის IT ბიზნეს ანალიტიკოსი?
chevron-down-outlinedIT ბიზნეს ანალიტიკოსი არის პროფესიონალი, რომელიც აკავშირებს ბიზნესის საჭიროებებსა და IT გადაწყვეტილებებს. ის არის ცვლილებების აგენტი , რომელიფ ეხმარება ორგანიზაციებს მართონ ცვლილებები გასაუმჯობესებელი არეების დაიდენტიფიცირებით და სხვადასხვა გადაწყვეტის მოფიქრებით, რომელიც ეხმარება კომპანიებს მიიღონ გრძელვადიანი სარგებელი.
რა არის IT ბიზნეს ანალიზი?
chevron-down-outlinedIT ბიზნეს ანალიზი არის დისციპლინა, რომელიც ფოკუსირებულია ბიზნესის საჭიროებების იდენტიფიცირებასა და ბიზნეს პრობლემების გადაჭრის გზების მოძიებაზე, კონკრეტულად საინფორმაციო ტექნოლოგიების კონტექსტში. ის მოიცავს მოთხოვნების ანალიზს, პროცესების მოდელირებას და იმის უზრუნველყოფას, რომ IT გადაწყვეტილებები შეესაბამებოდეს ბიზნეს მიზნებს.