globe-outlined
EN
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

ივნისის სიახლეები მობაილბანკში

6 ივლ. 2026
ivnisis siaxleebi

ზაფხული ახალი თავგადასავლებისთვის საუკეთესო დროა. ამიტომ, თიბისის მობაილბანკში ივნისშიც არაერთი განახლება მოხდა - შეგიძლია შემოუერთდე საგანძურის მარათონს, მოიწვიო მეგობრებო და ფულადი პრიზებიც მოიგო, ან ყოველდღიური საბანკო საქმეები კიდევ უფრო მარტივად, რამდენიმე წუთში მოაგვარო.

ნახე, რა დაგხვდება მობაილბანკში.

შემოუერთდი საგანძურის მარათონს

თუ თამაშები და გამოწვევები გიყვარს, მობაილბანკში შენთვის ახალი თავგადასავალი უკვე დაიწყო.

საგანძურის მარათონი სწორედ ის თამაშია, სადაც ყოველი შესრულებული მისია მოგების კიდევ ერთ შანსს გაძლევს. ყველაფერი იწყება სახალისო ქვიზით, რომლის შემდეგაც გაიგებ, რომელ საგვარეულოს ეკუთვნი - დოვლათია, ხარჯიანი, ბარათიშვილი თუ ანაბარიძე.

ამის შემდეგ კი, წინ უამრავი გამოწვევა გელოდება: შეასრულე დღისა და კვირის მისიები, გამოიწვიე საკუთარი თავი ქვიზებში, ითამაშე მინი თამაში, მოიწვიე მეგობრები და დააგროვე მონეტები.

რაც მეტ მონეტას შეაგროვებ, მით მეტი შანსი გექნება ფულადი პრიზების მოსაგებად. თითოეულ საგვარეულოში გამოვლინდება დღის, კვირის და თვის ლიდერები:

  • დღის პრიზი — 100 ლარი

  • კვირის პრიზი — 2,000 ლარი

  • თვის პრიზი — 10,000 ლარი

  • მთავარი პრიზი — 50,000 ლარი, რომლისთვისაც იბრძვიან გამარჯვებული საგვარეულოს მოთამაშეები.

ამ ზაფხულს თამაში მხოლოდ გართობა არ არის - შესაძლოა, შენი ყველაზე იღბლიანი თავგადასავალიც აღმოჩნდეს.

მოიწვიე მეგობარი და დასაჩუქრდით ორივე

თუ შენს მეგობარს აქამდე თიბისის მობაილბანკი არ გამოუყენებია, ახლა მისი მოწვევა კიდევ უფრო სასიამოვნო და სასარგებლო გახდა.

გაუგზავნე მოწვევა, დარეგისტრირდეს მეგობარი მობაილბანკში, მიიღოს უფასო თიბისი ბარათი და შეასრულოს მინიმუმ 5 ლარის გადახდა. ამის შემდეგ ორივე 8-8 ლარს მიიღებთ ერთგულ ყულაბაში.

ყველაზე კარგი კი, ისაა, რომ მოწვეულ მეგობრებზე შეზღუდვა არ არსებობს - რაც უფრო მეტ ადამიანს მოიწვევ, მით მეტჯერ დასაჩუქრდები 8 ლარით. მთავარია, მოწვეული მეგობარი საქართველოს სრულწლოვანი მეგობარი იყოს.

თვითდასაქმებულებისთვის სესხის მიღება კიდევ უფრო მარტივია

თუ თვითდასაქმებული ხარ და სწრაფ სამომხმარებლო სესხს იღებ, ახლა მთელი პროცესი შეგიძლია მობაილბანკიდან, დამატებითი ვიზიტების გარეშე გაიარო.

აპლიკაციას დაემატა პროფესიის დადასტურების ვიდეოვიზიტის დაჯავშნის შესაძლებლობა. ეს ნიშნავს, რომ პროფესიის დადასტურება დისტანციურად მოხდება და აღარ დაგჭირდება ფილიალში მისვლა ან სხვა პროცედურის გავლა.

შედეგად:

  • დაკრედიტების პროცესი სრულად მობაილბანკში მიმდინარეობს;

  • ზოგავ დროს;

  • გადაწყვეტილებას უფრო სწრაფად იღებ;

  • მთელი პროცესი ერთ სივრცეში, მარტივად და კომფორტულად იმართება.

თიბისიში მუდმივად ვზრუნავთ, რომ ყოველდღიური ციფრული საბანკო მომსახურება უფრო მარტივი, სწრაფი და სასიამოვნო გახდეს. სწორედ ამიტომ, მობაილბანკს რეგულარულად ემატება ახალი შესაძლებლობები - ზოგი ყოველდღიურ საქმეებს გიმარტივებს, ზოგი კი, შენს გამოცდილებას უფრო სახალისოს ხდის.

განაახლე თიბისის მობაილბანკი და აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის.

6 ივლ. 2026