
check-circle-filled უნაღდო ოპერაციებით გაზრდილი გაყიდვებიcheck-circle-filled გადახდის ჩარიცხვა კომპანიის ანგარიშზეcheck-circle-filled ნაკლები ხარჯი და კონტაქტი ნაღდ ფულთან
ზოგადი აღწერა
გაყიდვების ზრდა - ცნობილი ფაქტია, რომ პლასტიკური ბარათის მფლობელი ჩვეულებრივ უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე ის, ვინც საყიდლებზე ნაღდი ფულით დადის. ეს კი იმით აიხსნება, რომ ისინი არ არიან შეზღუდულნი ნაღდი ფულის ოდენობით და ყიდულობენ მაშინვე, როცა სასურველ ნივთს წააწყდებიან. მომსახურების გაუმჯობესება - პლასტიკურ ბარათებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სავაჭრო ობიექტების მომსახურების გაუმჯობესებაში. გარიგების დასრულებას წამები სჭირდება, მომსახურე პერსონალს კი მეტი დრო რჩება უკეთ მოემსახუროს კლიენტს და მეტი ყურადღება მიაქციოს მას. ხარჯების შემცირება - ნაღდი ფულის მართვას დამატებითი უსაფრთხოება სჭირდება, რაზეც დამატებითი ხარჯების გაწევაა საჭირო. მაშინ კი, როცა თქვენი კლიენტები პლასტიკური ბარათებით იხდიან, თანხა პირდაპირ თქვენი კომპანიის ანგარიშზე ირიცხება და ხარჯიც ავტომატურად გიმცირდებათ. გამარტივებული აღრიცხვა - როგორც პლასტიკური ბარათების მომსახურე ობიექტი, ანგარიშსწორების თანხას პირდაპირ თქვენს ანგარიშზე მიიღებთ. ეს კი გაცილებით ამარტივებს და აჩქარებს აღრიცხვის პროცესს.
ონლაინ რეგისტრაცია
მოქმედი ტარიფები
შევსებადი საკომისიო* მინიმუმ 50 ლარი ერთეულ ტერმინალზე
თიბისი ბანკის VISA/MC ბარათებზე - 1.5 % (მინიმუმ 0.1 ლარი) პარტნიორი ბანკების VISA/MC ბარათებზე - 1.7% (მინიმუმ 0.1 ლარი) სხვა ქართული ბანკების VISA/MC ბარათებზე - 2% (მინიმუმ 0.1 ლარი) უცხოური ბანკების VISA/MC ბარათებზე - 2.4% (მინიმუმ 0.1 ლარი) უცხოური ბანკების VISA/MC ბარათებზე DCC ტრანზაქციის შემთხვევაში - 1.5% (მინიმუმ 0.1 ლარი)
ფუნქციონალი-თიფი
პოს-ტერმინალზე თიფის ფუნქციონალის გააქტიურებით მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა ბარათის მეშვეობით -ნებისმიერი საგადახდო ინსტრუმენტით გადაიხადოს მადლობის თანხა. პოს-ტერმინალზე თიფის ფუნქციონალის გააქტიურება/გათიშვა ხდება დისტანციურად, კომპანიის შესაბამისი განაცხადის / მოთხოვნის საფუძველზე. თუ ანგარიშის თანხა + თიფის თანხა ჯამურად აღემატება CVM ლიმიტს POS ითხოვს PIN-ის შეყვანას. Wallet-ებით გადახდის შემთხვევაში დადასტურდება გადახდა პინის შეყვანის გარეშე. ჩეკზე ამოვა როგორც ჯამური თანხა.ასევე, მომსახურების საფასური და თიფის თანხა ცალ-ცალკე. ტრანზაქციის საკომისიო ჩამოიჭრება ჯამური თანხიდან. (ინფორმაცია ტრანზაქციის საკომისიოს თაობაზე იხ.მოქმედი ტარიფების ველში ) მომხმარებელს ბარათიდან ჩამოეჭრება ჯამური თანხა . მომსახურების საფასური ჩაირიცხება კომპანიის მიერ წინასწარ მითითებულ ანგარიშზე , ხოლო თიფის თანხა - თიფის თანხისთვის მოთხოვნილ ანგარიშზე. თანხის უკუგატარების (რევერსალი) საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია ჯამური თანხის უკუგატარება, მხოლოდ ანგარიშის თანხის ან მხოლოდ თიფის თანხის უკუგატარება არ ხდება. ჩარჯბეკის შემთხვევაში - კლენტს უფლება აქვს გაასაჩივროს სრული თანხა, ანგარიშის თანხას + თიფის თანხა. მერჩანტი ვალდებულია წარმოადგინოს ჩარჯბეკის დოკუმენტი - VISA International-ის, Mastercard Worldwide-ის და China Union Pay-ის წესებით დადგენილი ჩარჯბეკის პროცესის შესაბამისად.
ფუნქციონალი - DCC
რა არის DCC (dynamic currency conversion) ? DCC არის სერვისი უცხოური ბარათ(ებ)ის მფლობელთათვის, რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას პოს-ტერმინალზე თანხა გადაიხადოს ბარათის ძირითად ვალუტაში. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი ბარათის ვალუტის მხარდაჭერა არ აქვს პოს ტერმინალს, მოხდება usd ვალუტის შეთავაზება. ვის შეუძლია DCC ფუნქციონალით სარგებლობა - ნებისმიერ მერჩანტს, რომლის სავაჭრო/მომსახურების ობიექტში განთავსებულია ფიზიკური პოს ტერმინალი. ტარიფები და პირობები - უცხოური ბანკების VISA/MC ბარათებზე DCC ტრანზაქციის შემთხვევაში - 1.5% (მინიმუმ 0.1 ლარი). DCC-ით გადახდილი თანხის გაუქმება ან/და უკან დაბრუნება ხდება იგივე ვალუტაში და ოდენობით, რა ვალუტაშიც შესრულდა გადახდა, როგორც მერჩანტისთვის, ასევე ბარათის მფლობელისთვის. გადახდის პროცესი : პოს-ტერმინალზე უნდა მოხდეს გადასახდელი თანხის შეყვანა/დაფიქსირება (ლარში); მომხმარებელმა უნდა წარადგინოს (პოს ტერმინალზე მოათავსოს) ბარათი. პოს-ტერმინალი ბარათის მონაცემების წაკითხვის შემდეგ, მოახდენს DCC გადახდის შეთავაზებას იმ შემთხვევაში, თუ ბარათს აქვს DCC მხარდაჭერა და თანხა აღემატება 100 ლარს. პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, პოს-ტერმინალის ეკრანზე გამოისახება შეთავაზება. ბარათის მფლობელს ეძლევა მისთვის სასურველი ვალუტის არჩევის შესაძლებლობა; ვალუტის გაცვლითი კურსი ნაჩვენებია პოს-ტერმინალის ეკრანზე; უცხოური ვალუტის არჩევის შემთხვევაში ავტორიზაცია მუშავდება როგორც DCC გადახდა და ქვითარზე, კანონმდებლობით განსაზღვრულ ინფორმაციასთან ერთად, აისახება საერთაშორისო საგადახდო სისტემების მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია. მერჩანტს ჩაერიცხება თანხა ეროვნულ ვალუტაში, ხოლო ბარათის მფლობელს თანხა ეჭრება არჩეული ვალუტისა და გაცვლითი კურსის მიხედვით.
QR გადახდები ჰორეკას სეგმენტისთვის
სარესტორნო სივრცეებში QR კოდის განთავსებით, მიიღებთ გადახდების პრაქტიკულ და თანამედროვე მეთოდს, რომელიც დაგეხმარებათ გააუმჯობესოთ მომხმარებლის გამოცდილება და დაზოგოთ თქვენი მომსახურე პერსონალის რესურსი. პროდუქტი განთავისფლებულია ყოველთვიური გადასახადებისგან, იხდით მხოლოდ ტრანზაქციულ საკომისიოს, იგივე ტარიფით რაც გაქვთ პოს ტერმინალის შემთხვევაში. POS ტერმინალით სარგებლობის სტანდარტული ტარიფები გთხოვთ იხილოთ „მოქმედი ტარიფები"-ში. მომსახურე პერსონალი მიღებულ შეკვეთას აფორმებს სარესტორნო ბიზნესის მართვის პროგრამაში; მაგიდაზე განთავსებული QR კოდები ინდივიდუალურია და ებმის სისტემაში შეყვანილ კონკრეტულ შეკვეთას. მომხმარებელს და მომსახურე პერსონალს აქვთ შესაძლებლობა თავიანთი მოწყობილობებით აკონტროლონ შეკვეთის შესახებ ინფორმაციები (პროდუქტის ჩამატება/ამოღება, თანხის გადახდა და ა.შ.). QR-ით ანგარიშწორების შემდეგ ინფორმაცია იგზავნება სარესტორნო პროგრამაში და შეკვეთას უცვლის სტატუსს ბიზნეს მოთხოვნების მიხედვით (გადახდილი ან დახურული). მომხმარებელი ასკანერებს მაგიდაზე განთავსებულ QR კოდს მობილური ტელეფონის კამერით და მოხვდება ელ. სივრეცში, რომელიც არ საჭიროებს დამატებით აპლიკაციის ჩამოტვირთვას და ვერიფიკაციას. აღნიშნულ სივრცეში შესაძლებელია მომსახურე პერსონალთან შეკვეთილი პროდუქტების შემოწმება და გადახდა - გადახდის ღილაკზე დაჭერით ადასტურებს შეკვეთის სისწორეს. მომხარებელს შესაძლებლობა აქვს ნახოს ინფორმაცია ფასდაკლების და დამატებითი გადასახადის (დღგ, მომსახურების და ა.შ.) შესახებ, ასევე ეკრანზე ჩანს ჯამური გადასახდელი თანხა; მომხარებელი გადახდის დაწყებამდე მიიღებს შეთავაზებას თიფის დატოვების შესახებ; უნაღდო ანგარიშწორება შესაძლებელია გადახდის სხვადასხვა მეთოდებით: Apple / Google Pay, ბარათით გადახდა (ბარათის მონაცემების ხელით მითითება) და თიბისის მობაილბანკით. გადახდის ქვითარი - წარმატებული გადახდის შემდეგ შესაძლებელია ელექტორნული ქვითრის ჩამოტვირთვა და გაზიარება, რომელიც შეიცავს ინფორმაციას როგორც საბარათე ოპერაციის ასევე შეკვეთილს დეტალების შესახებ. QR გადახდების მიღების მოთხოვნა შეგიძლიათ დააფიქსირეთ თიბისის ბანკის ცხელ ხაზზე 032 2272730
POS ტერმინალის გამოყენების ინსტრუქცია
პარტნიორი ბანკები
ხალიკ ბანკი ბაზისბანკი კრედო ბანკი ლიბერთი ბანკი სს სილქ ბანკი
პარტნიორი კომპანიისთვის ტერმინალის დამატება
შეავსეთ ტერმინალის დამატების ფორმა და გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე acquiringadmin@tbcbank.com.ge ; გამოგზავნიდან მაქსიმუმ 3 სამუშაო დღეში მოგაწვდით ტერმინალს ობიექტზე.

