FXSS
მომსახურებით სარგებლობისთვის საჭირო მოთხოვნები:
სისტემის ოპერატორს წარმოადგენს სს „თიბისი ბანკი“. ანგარიშსწორების (მონაწილე) ბანკი შესაძლოა გახდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკი, რომელიც ჩართულია GSSS სისტემაში. ანგარიშსწორების ბანკი, ვალდებულია სს „თიბისი ბანკში“ ფლობდეს ლორო ანგარიშს ლარში. ანგარიშსწორების ბანკი, ვალდებულია სს „თიბისი ბანკში“ ფლობდეს სპეციალურ ანგარიშს უცხოურ ვალუტაში. სპეციალური ანგარიშის გამოყენება უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ანგარიშსწორებისთვის მოხდება. სისტემაში ანგარიშსწორების ბანკის ჩართვა წარმოებს საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის წინასწარი ინფორმირების საფუძველზე.