<link rel="stylesheet" href="/assets/tbcx/css/tbcx-font-faces.css" media="print" onload="this.media='all'"><noscript><link rel="stylesheet" href="/assets/tbcx/css/tbcx-font-faces.css">
globe-outlined
EN
chevron-down-outlined
მუქი თემა

ESG აკადემია

esg academy

ESG აკადემია არის საგანმანათლებლო პროგრამა, თიბისის მომხმარებლებისა და თანამშრომლებისთვის, რომელიც კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების უმნიშვნელოვანეს საკითხებს უკავშირდება. აკადემია თიბისიმ 2023 წელს დაარსა.

აკადემიის პირველი კურსი თიბისისა და „დეველორის“ თანაავტორობით შეიქმნა. კურსი მორგებულია აუდიტორიის საჭიროებებსა და ინტერესებზე, თანამშრომლებისთვის შეიქმნა მოდული „მწვანე ცნობიერება და მწვანე დაფინანსება“, ხოლო მომხმარებლებისთვის „ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“.

კურსის განხორციელებისთვის თიბისიმ მხარდაჭერა ორი ევროპული ფონდის ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში მოიპოვა - EFSE Development Facility (DF) და GGF Technical Assistance Facility (TAF).

თიბისი ESG აკადემია ორი მნიშვნელოვანი ჯილდოს მფლობელია.

პირველმა კურსმა „ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“ საერთაშორისო „დეველორის“ განსაკუთრებული ჯილდო PEAK AWARD მოიპოვა. PEAK AWARD არის „დეველორის“ უმაღლესი საერთაშორისო აღიარება. ის გადაეცემა მთელი ქსელის მასშტაბით იმ პროექტებს, რომლებიც გამოირჩევა პროფესიონალიზმით, შედეგიანობით, ცოდნის გაზიარებითა და მაღალი ხარისხის მიწოდებით.

მეორე ჯილდო თიბისი ESG აკადემიამ გაეროს გლობალური შეთანხმების ყოველწლიურ დაჯილდოებაზე მიიღო - „კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2025 - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“. ჯილდო გადმოგვეცა „პარტნიორობა მდგრადი განვითარებისათვის“ კატეგორიაში. ეს აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რამდენად მნიშვნელოვანია მდგრადობასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება ქვეყანაში და სხვადასხვა ორგანიზაციის გაერთიანება ამ საკითხების ირგვლივ.