შესაბამისობის რისკის მართვა (Compliance)

1L9A1981 (1) (1) (1)

შესაბამისობის რისკის მართვა (Compliance)

გახდი იმ გუნდის წევრი, რომელიც უზრუნველყოფს კანონმდებლობისა და რეგულაციების შესრულებას და იცავს ბანკს სამართლებრივი და რეპუტაციული რისკებისგან

გუნდის შესახებ ინფორმაცია:

ჩვენი გუნდი პასუხისმგებელია ორგანიზაციაში მოქმედი კანონმდებლობის, რეგულატორული მოთხოვნებისა და შიდა პოლიტიკების შესრულებაზე. ვმართავთ შესაბამისობის რისკებს, ვატარებთ მონიტორინგსა და რეპორტინგს, ვმუშაობთ პოლიტიკებსა და პროცედურებზე, ვზრუნავთ თანამშრომლების ცნობიერების ამაღლებაზე. ჩვენი მიზანია, თავიდან ავიცილოთ სამართლებრივი და რეპუტაციული რისკები და უზრუნველვყოთ პროცესების შესაბამისობა რეგულაციებთან.

ვის ვეძებთ?

სტაჟიორს, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის წევრი და დაგვეხმარება შესაბამისობის რისკების იდენტიფიცირებასა და შეფასებაში, რეგულაციების ცვლილებების მონიტორინგსა და თანამშრომლების ცნობიერების ამაღლებაში.

რას გააკეთებ?

  • დაეხმარები გუნდს შესაბამისობის რისკების გამოვლენასა და ანალიზში

  • ჩაერთვები მონიტორინგსა და რეპორტინგში

  • იმუშავებ პოლიტიკებისა და პროცედურების შექმნასა და გაუმჯობესებაზე

  • თვალს ადევნებ კანონმდებლობისა და რეგულაციების ცვლილებებს

  • ჩაერთვები თანამშრომლების ტრენინგებსა და ცნობიერების ამაღლების პროგრამებში

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდე?

  • ხარ ბაკალავრის მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული

  • შენს სამომავლო კარიერას ხედავდ შესაბამისობის რისკების მართვის მიმართულებაში

  • გაქვს ანალიტიკური აზროვნება, ეფექტური კომუნიკაციის უნარი და ხარ დეტალებზე ორიენტირებული.