გაეცანი რეალურ სამშენებლო პროექტებს და ისწავლე მათი რისკების შეფასება.
ჩვენი გუნდი მუშაობს მრავალფეროვან სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. გუნდი აფასებს პროექტის ბიუჯეტს, ვადებსა და ტექნიკურ დოკუმენტაციას, აკვირდება სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას და ამოწმებს მათ შესაბამისობას დამტკიცებულ პროექტთან. ობიექტებზე ვიზიტებისა და დეტალური ანალიზის საფუძველზე გუნდი განსაზღვრავს შესაძლო რისკებს და ამზადებს შესაბამის დასკვნებსა და რეკომენდაციებს.
ვის ვეძებთ?
ვეძებთ ანალიტიკურ და დეტალებზე ორიენტირებულ სტუდენტს, რომელსაც სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტები აინტერესებს და რეალურ სამუშაო პროცესში ჩართვა სურს.
რას გააკეთებ?
ჩაერთვები სამშენებლო პროექტების ტექნიკური დოკუმენტაციის, ხარჯთაღრიცხვისა და სამუშაო გრაფიკის შესწავლაში;
გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებ სამშენებლო ობიექტებზე ვიზიტებსა და სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგში;
დაეხმარები გუნდს შესრულებული სამუშაოების, პროექტის ვადებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაციის დამუშავებაში;
მონაწილეობას მიიღებ მონიტორინგის ანგარიშებისა და სამუშაო მასალების მომზადებაში.
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდე?
ხარ ბაკალავრის მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
ხარ სამშენებლო, არქიტექტურის ან სხვა დაკავშირებული მიმართულების სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
გაქვს ანალიტიკური უნარები;
გამოირჩევი პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით და დეტალებზე ორიენტირებულობით;
გაქვს სწავლისა და განვითარების მაღალი მოტივაცია;
უპირატესობად ჩაითვლება GPA 3+.