კორპორაციული ბიზნესის საკრედიტო რისკების მართვა

01

კორპორაციული ბიზნესის საკრედიტო რისკების მართვა

გახდი იმ გუნდის წევრი, რომელიც კორპორაციული ბიზნესის საკრედიტო რისკებს აიდენტიფიცირებს და მართავს

გუნდის შესახებ ინფორმაცია:

ჩვენი გუნდი პასუხისმგებელია კორპორაციულ კლიენტებთან დაკავშირებული საკრედიტო რისკების მართვაზე. ვატარებთ გადახდისუნარიანობისა და სექტორულ ანალიზს, ვაკვირდებით პორტფელის ხარისხს და დროულად ვრეაგირებთ უარყოფით ტენდენციებზე. ჩვენი მიზანია ჯანსაღი კორპორაციული პორტფელის შექმნა და გაუმჯობესება.

ვის ვეძებთ?

სტაჟიორს, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის წევრი და დაგვეხმარება კორპორაციული კლიენტების საკრედიტო რისკების იდენტიფიცირებასა და ანალიზში, პორტფელის მონიტორინგსა და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებაში.

რას გააკეთებ?

  • დაგვეხმარები კორპორაციული კლიენტების გადახდისუნარიანობისა და ფინანსური მდგომარეობის ანალიზში

  • ჩაერთვები სექტორულ კვლევებსა და კონკურენტების შედარებით ანალიზში

  • მონაწილეობას მიიღებ საკრედიტო პორტფელის ხარისხის მონიტორინგსა და გაუმჯობესების პროცესებში

  • ისწავლი რისკების მართვის ინსტრუმენტებს და სწორ სესხურ სტრუქტურირებას

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდე?

  • ხარ ბაკალავრის მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული

  • შენს სამომავლო კარიერას ხედავ კორპორაციული ბიზნესის საკრედიტო რისკების მართვის მიმართულებით

  • მაღალ დონეზე ფლობ Excel-სა და ინგლისურ ენას