ჩვენი გუნდები მუშაობენ ბანკის სხვადასხვა პროდუქტების და სერვისების განვითარებაზე, როგორიცაა არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხები და ATM სერვისები. ვაუმჯობესებთ პროდუქტების მახასიათებლებს, ვაანალიზებთ შედეგებს, ვაკონტროლებთ ფასდადებასა და მომგებიანობას, ვიკვლევთ მომხმარებლის გამოცდილებას და ვიმუშავებთ საჭირო ინიციატივებს. პროდუქტის ეფექტურად სამართავად გვჭირდება სხვადასხვა არხებთან (ფილიალების ქსელთან / კონტაქტ ცენტრთან / პროდუქტის სხვა გუნდებთან) მჭიდრო კომუნიკაცია. ამასთანავე, აქტიურად ვმუშაობთ საფინანსო სექტორსა და კონკურენტების ანალიზზე. ჩვენი მიზანია ბანკის პროდუქტებისა და სერვისების ეფექტურობის ზრდა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება.