globe-outlined
ქარ
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

საინვესტიციო საბანკო ბიზნესი - TBC Capital

New Project (37)

საინვესტიციო საბანკო ბიზნესი

გახდი იმ გუნდის წევრი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის ზრდასა და საერთაშორისო ბაზრებზე ინტეგრაციას ხელს უწყობს

საინვესტიციო საბანკო ბიზნესი ტრადიციული საბანკო საქმიანობისგან განსხვავებული, დინამიური და თანამედროვე მიმართულებაა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენი გუნდი მუშაობს ფინანსური ინსტრუმენტების ფართო არჩევანზე, ახორციელებს ბაზრისა და ინსტრუმენტების ანალიზს და მომხმარებლებს ეხმარება მათი ფინანსური მიზნების მიღწევაში.

ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და მომხმარებლების წარმატებას, საერთაშორისო საფინანსო ეკოსისტემაში ინტეგრაციის გზით.

ვის ვეძებთ?

სტუდენტს, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის წევრი და დაგვეხმარება საინვესტიციო სტრატეგიების შექმნასა და ანალიზში, საერთაშორისო და ადგილობრივი ბაზრების მონიტორინგში, კლიენტების პროექტების დამუშავებასა და ფინანსური მონაცემების ანალიზში.

რას გააკეთებ?

  • მონაწილეობას მიიღებ სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტისა და ბაზრის ანალიზში

  • გაეცნობი მაღალშემოსავლიანი მომხმარებლებისა და მსხვილი კორპორაციების საჭიროებებს

  • იმუშავებ საინვესტიციო პორტფელის შედგენასა და მართვაზე

  • შეისწავლი რისკების შეფასებისა და მართვის პრინციპებს

  • გაეცნობი გლობალურ ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ ტენდენციებს, რომლებიც ბაზარზე ახდენენ გავლენას

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდე?

  • ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან დაკავშირებულ მიმართულებაზე სწავლობ ან უკვე დასრულებული გაქვს სწავლა

  • ფლობ ინგლისურ ენას

  • ფლობ კომპიუტერულ და ანალიტიკურ უნარებს

  • გაინტერესებს ფინანსური და გლობალური ბაზრები