<link rel="stylesheet" href="/assets/tbcx/css/tbcx-font-faces.css" media="print" data-beasties-media="all"><noscript><link rel="stylesheet" href="/assets/tbcx/css/tbcx-font-faces.css">
globe-outlined
EN
chevron-down-outlined
მუქი თემა

იურიდიული მიმართულება

1L9A9793 (1)

იურიდიული მიმართულება

გახდი კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის - იურისტ-ადმინისტრატორების გუნდის წევრი

მიიღე პრაქტიკული გამოცდილება ბიზნესის სამართლებრივ მხარდაჭერასა და დოკუმენტაციის მართვაში.

ჩვენი გუნდი კორპორატიული ბიზნესის სამართლებრივ მხარდაჭერასა და საკრედიტო პროცესებზე მუშაობს. ვამზადებთ სამართლებრივ დოკუმენტებს, ვაკონტროლებთ საკრედიტო ხელშეკრულებების ადმინისტრირებას, ვაანალიზებთ სადამფუძნებლო დოკუმენტაციას და ვზრუნავთ, რომ ყველა პროცესი კანონმდებლობასა და ბანკის სტანდარტებს შეესაბამებოდეს.

ვის ვეძებთ? ვეძებთ დამწყებ იურისტს, რომელიც დოკუმენტებთან ყურადღებით მუშაობს, საკითხების სიღრმისეულად გაანალიზება უყვარს და ამ მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების მიღება სურს. რას გააკეთებ?

  • დაეხმარები გუნდს კლიენტებისგან მიღებული და საჯარო წყაროებიდან მოპოვებული სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ანალიზში;

  • ჩაერთვები მარტივი შინაარსის სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებაში;

  • მონაწილეობას მიიღებ საკრედიტო დოკუმენტაციის ხელმოწერის პროცესის ორგანიზებასა და ფაილინგში;

  • იმუშავებ საკრედიტო პროდუქტების პროგრამულ რეგისტრაციასა და ცვლილებებზე.

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდე?

  • ხარ ბაკალავრის მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული იურიდიული მიმართულებით;

  • ფლობ ინგლისურ ენას მაღალ დონეზე;

  • ფლობ MS Office პროგრამებს — Excel, Word, PowerPoint — მაღალ დონეზე;

  • გაქვს ანალიტიკური და კომუნიკაციური უნარები;

  • ხარ გუნდური მოთამაშე და დეტალებზე ორიენტირებული.