მიკროფინანსური ანალიზის განყოფილება

რეგისტრაცია დასრულებულია

მიმართულების შესახებ

მაკროფინანსური ანალიზის განყოფილების მიზანია ბანკის სტრატეგიული გადაწყვეტილებების მხარდასაჭერა მაკროეკონომიკური ანალიზისა და პროგნოზირების გზით. მაკროფინანსური ანალიზის განყოფილების მუშაობა უზრუნველყოფს, რომ ბანკი იყოს მზად ეკონომიკური გამოწვევებისთვის და შეძლოს სწრაფად ადაპტირება ცვალებად გარემოში. ამისთვის გუნდი სწავლობს და აანალიზებს ძირითად ეკონომიკურ მაჩვენებლებს, როგორიცაა მშპ, ინფლაცია, უმუშევრობა, ვალუტის კურსი, საპროცენტო განაკვეთები და ა.შ. ეს ინფორმაცია გამოიყენება ბანკის შიდა პროცესების გასაუმჯობესებლად, რისკების შესაფასებლად და სტრატეგიული გეგმების შესამუშავებლად. განყოფილება მჭიდროდ თანამშრომლობს ბანკის სხვა დეპარტამენტებთან, ამზადებს რეგულარულ ანგარიშებს ეკონომიკური ტენდენციების ანალიზსა და პროგნოზების შესახებ და აწარმოებს ეკონომიკურ კვლევით საქმიანობა. ეს ინფორმაცია ეხმარება ბანკს გრძელვადიანი სტრატეგიების დასახვასა და რისკების ეფექტურ მართვაში.

სწორედ ამ გუნდისთვის ვეძებთ სტაჟიორს, რომელიც შემოგვიერთდება, გაიღრმავებს ცოდნას ამ მიმართულებით და მიიღებს მონაწილეობას გუნდის ყოველდღიურ საქმიანობაში.

ვის ვეძებთ და პროგრამაში მოსახვედრად რა არის საჭირო?

თუ, ხარ:

  • ბაკალავრის მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი, ან კურსდამთავრებული

  • გაინტერესებს ეკონომიკა და ფინანსები, განსაკუთრებით მაკროეკონომიკური საკითხები.

  • გაინტერესებს გლობალური ეკონომიკური მოვლენები და მათი გავლენა ადგილობრივ ეკონომიკაზე.

  • მზად ხარ, გამოყო დრო და ინტენსიურად ჩაერთო სწავლისა და მუშაობის პროცესში

პროგრამაში მოსახვედრად უნდა გაიარო

პროგრამის დეტალები

სტაჟირების დასაწყისში გაივლი ე.წ. Onboarding-ს, რომელიც დაახლოებით 1 თვე გაგრძელდება. ამ პერიოდში გაიცნობ კოლეგებს, გაივლი საბანკო პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ტრენინგებს, გაეცნობი ორგანიზაციის კულტურას და თავისებურებებს. ამის პარალელურად დაიწყებ ინდივიდუალურად მუშაობას შენს მენტორთან, რომელიც პირველივე თვიდან დაგეხმარება განვითარების გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში. ის ასევე დაგეხმარება, რომ გაიცნო სხვა დეპარტამენტების თანამშრომლები და გაიფართოო სანაცნობო წრე.

პროგრამის განმავლობაში აქტიურად იქნები ჩართული ეკონომიკური და ფინანსური მონაცემების განახლებასა და ანალიზში, მაკრორეპორტების შედგენასა და განახლებაში, დაესწრები შეხვედრებს კომპანიის სხვა დეპარტამენტების წარმომადგენლებთან და იქნები გუნდის სრულფასოვანი წევრი.

მენტორისგან მიიღებ როგორც მყისიერ, ისე დაგეგმილ უკუკავშირებს და კარგი იქნება, თუ შენც დააინიცირებ ხოლმე ამ შინაარსის შეხვედრებს.

სამუშაო გრაფიკი მოქნილია, რაც უნივერსიტეტთან შეთავსების საშუალებას მოგცემს და კვირაში მინიმუმ 20 საათი უნდა გამოყო სტაჟირებისთვის.

პროგრამის ხანგრძლივობაა 6-12 თვემდე და დამოკიდებულია სტაჟიორის ინდივიდუალური განვითარების შედეგზე.

სტაჟირების შემდგომი დასაქმება

სტაჟირების დასრულების შემდეგ პოზიციაზე გადასვლა დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:

  • მენტორმა უნდა დაადასტუროს შენი ტექნიკური და კომპეტენციური მზადყოფნა

  • უნდა არსებობდეს მიმდინარე ღია ვაკანსია

  • უნდა გქონდეს სრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებლობა/დრო

ამის გათვალისწინებით, სრულ განაკვეთზე გადაყვანა შეიძლება მოხდეს, როგორც 6 თვის შემდეგ, ასევე შესაძლოა სტაჟირება 12 თვეც გაგრძელდეს.

რეგისტრაცია დასრულებულია