საცალო, მცირე და საშუალო საბანკო ბიზნესის ფინანსების მართვა

საცალო, მცირე და საშუალო საბანკო ბიზნესის ფინანსების მართვა

საცალო, მცირე და საშუალო საბანკო ბიზნესის ფინანსები

გახდი იმ გუნდის წევრი, რომელიც საცალო, მცირე და საშუალო ბიზნესებს განვითარებაში ეხმარება

გუნდის შესახებ ინფორმაცია:

ჩვენი გუნდი პასუხისმგებელია საცალო და მცირე/საშუალო ბიზნესის ფინანსების დაგეგმვასა და ანალიზზე. ვმუშაობთ ფასდადებასა და მომგებიანობაზე, ვამზადებთ სტრატეგიებსა და ბიუჯეტებს, ვმართავთ ფილიალების ქსელის გეგმებს და ვაანალიზებთ ბაზარსა თუ კონკურენტებს. ჩვენი მიზანია ბანკის სეგმენტების ზრდა და ეფექტურობის გაუმჯობესება.

ვის ვეძებთ

სტაჟიორს, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის წევრი და დაგვეხმარება საცალო, მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსების დაგეგმვასა და ანალიზში, სეგმენტური ფინანსების მართვასა და ბანკის სეგმენტების ზრდის ხელშეწყობაში.

რას გააკეთებ?

  • დაგვეხმარები ფინანსების დაგეგმვასა და ანალიზში

  • ჩაერთვები სეგმენტური ფინანსების მართვაში: ფასდადება, მომგებიანობის ანალიზი, სტრატეგიის შემუშავება და ბიუჯეტირება

  • იმუშავებ ფილიალების ქსელის გეგმებსა და ფრონტის სამოტივაციო/საბონუსე სისტემაზე

  • მოამზადებ ბაზრისა და კონკურენტების ანალიზის რეპორტებს, ჩაერთვები აქცია-კამპანიების დაგეგმვასა და აღრიცხვაში

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდე? 

  • ხარ ბაკალავრის მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული 

  • სწავლობ ან დამთავრებული გაქვს ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან მონათესავე სფერო

  • შენს სამომავლო კარიერას ფინანსებს უკავშირებ

პროგრამაში მოსახვედრად უნდა გაიარო შერჩევის სტანდარტული პროცესი, თუმცა ამ მიმართულებაში დაგჭირდება Excel-ის ცოდნა, რომელსაც შევამოწმებთ დამატებითი დავალებით.