სტრატეგიული და კორპორაციული ფინანსები

რეგისტრაცია დასრულებულია

მიმართულების შესახებ

ფინანსების დირექტორია თიბისი ბანკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრუქტურული ერთეულია. ჩვენი გუნდი პასუხისმგებელია ბანკის ფინანსური სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაზე, რაც მოიცავს:

  • სტრატეგიული და გრძელვადიანი ფინანსური მიზნების დასახვას

  • ფინანსური რესურსების ოპტიმალურ განაწილებას

  • ფინანსური ანგარიშგებისა და კონტროლის უზრუნველყოფას

  • ბანკის ეფექტურობის ანალიზსა და გაუმჯობესებას

ჩვენი მისიაა, უზრუნველვყოთ თიბისის ფინანსური სტაბილურობა და ზრდა, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

გვსურს, ამ მნიშვნელოვან მისიაში ჩავრთოთ ნიჭიერი ახალგაზრდები, რომლებიც მზად არიან დაიწყონ კარიერა ფინანსების სფეროში და გახდნენ მომავალი ლიდერები.

ვის ვეძებთ და პროგრამაში მოსახვედრად რა არის საჭირო?

თუ, ხარ:

  • ბაკალავრიატის მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი, ან კურსდამთავრებული

  • სწავლობ ან დაამთავრე ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან მონათესავე სფერო

  • გაქვს ძლიერი ანალიტიკური უნარები და ძალიან გაინტერესებს ფინანსური ანალიზი

  • ხარ ინიციატივიანი, გაქვს სწრაფად სწავლის უნარი და მომდევნო რამდენიმე წელში დიდი ნახტომებით აპირებ კარიერულ განვითარებას

  • უპირატესობა იქნება, თუ გაქვს GPA 3.0 ან მეტი, იცი Power BI და მაღალ ქულებზე დაასრულე შემდეგი საგნები: ფინანსური აღრიცხვა/ანგარიშგება, მენეჯერული აღრიცხვა ექსელი და მონაცემთა ანალიზი.

პროგრამაში მოსახვედრად უნდა გაიარო

თუმცა დამატებით ამ მიმართულებაში დაგჭირდება Excel-ის კარგად ცოდნა, რასაც შევამოწმებთ დავალებით. აგრეთვე დაგჭირდება ინგლისური ენის B2+ დონეზე ცოდნა, რადგან შერჩევის ერთ-ერთი ეტაპი ინგლისურენოვანი იქნება.

პროგრამის დეტალები

პროგრამის მიზანია სტაჟირების პერიოდი რაც შეიძლება ეფექტურად გამოიყენო კარიერული განვითარებისთვის. სტაჟირების დასაწყისში გაივლი ე.წ. Onboarding-ს, რომელიც დაახლოებით 1 თვე გაგრძელდება. ამ პერიოდში გაიცნობ კოლეგებს, გაივლი საბანკო სპეციფიკის ტრენინგებს, გაეცნობი ორგანიზაციის კულტურას და თავისებურებებს. ამის პარალელურად დაიწყებ ინდივიდუალურად მუშაობას შენს მენტორთან, რომელიც პირველივე თვიდან დაგეხმარება განვითარების გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში.

პროგრამის განმავლობაში იმუშავებ სამ მიმართულებაში: 1) სტრატეგიული ფინანსები და ბიზნეს ანალიზი, 2) კორპორაციული ფინანსები და 3) ფინანსური ოპერაციების მენეჯმენტი და კონტროლი. სამივე მიმართულებით ჩაერთვები რეალურ საქმეებსა და პროექტებში, რომლებიც თანდათანობით გართულდება, დააგროვებ პრაქტიკულ კომპეტენციებს და სტაჟირების ბოლოს მზად იქნები, შენ თავად გადაწყვიტო, რა მიმართულებით გინდა კარიერის გაგრძელება.

მენტორისგან მიიღებ როგორც მყისიერ, ისე დაგეგმილ უკუკავშირებს და შენც ნუ მოერიდები, რომ თავად ჰკითხო ხოლმე აზრი. გარდა ამისა, მიმართულების ხელმძღვანელებთან გექნება პერიოდული ინდივიდუალური შეხვედრები და მათთან ერთადაც შეძლებ შენი სამომავლო განვითარების დაგეგმვას.

სამუშაო გრაფიკი მოქნილია, რაც უნივერსიტეტთან შეთავსების საშუალებას მოგცემს და კვირაში მინიმუმ 20 საათი უნდა გამოყო სტაჟირებისთვის.

პროგრამის ხანგრძლივობაა 6-12 თვემდე და დამოკიდებულია სტაჟიორის ინდივიდუალური განვითარების შედეგზე.

სტაჟირების შემდგომი დასაქმება

სტაჟირების დასრულების შემდეგ პოზიციაზე გადასვლა დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:

  • მენტორმა უნდა დაადასტუროს შენი ტექნიკური და კომპეტენციური მზადყოფნა

  • უნდა არსებობდეს მიმდინარე ღია ვაკანსია

  • უნდა გქონდეს სრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებლობა/დრო

ამის გათვალისწინებით, სრულ განაკვეთზე გადაყვანა შეიძლება მოხდეს, როგორც 6 თვის შემდეგ, ასევე შესაძლოა სტაჟირება 12 თვეც გაგრძელდეს.

რეგისტრაცია დასრულებულია