<link rel="stylesheet" href="/assets/tbcx/css/tbcx-font-faces.css" media="print" data-beasties-media="all"><noscript><link rel="stylesheet" href="/assets/tbcx/css/tbcx-font-faces.css">
globe-outlined
EN
chevron-down-outlined
მუქი თემა

გზავნილების წამახალისებელი გათამაშება ემიგრანტებისთვის

Banner

1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, გაუგზავნე ფულადი გზავნილი საკუთარ თავს, გაანაღდე მობაილბანკში და მიიღე შანსი მოიგო ფულადი პრიზები!

როგორ ჩაერთო?

1. თუ ხარ ემიგრანტი, გაუგზავნე საკუთარ თავს ფულადი გზავნილი რომელიმე ამ გზავნილის სისტემისგან - Western Union, Ria, MoneyGram, Intel Express, Rico Gram. აუცილებელია, რომ თანხა იყოს მინიმუმ 100 ერთეული გზავნილის ვალუტაში.

2. გაანაღდე გზავნილი თიბისის მობაილბანკში, ან ინტერნეტბანკში

თითოეული შესაბამისი განაღდება გათამაშებაში მონაწილეობის ერთ შანსს გაძლევს.

შანსების რაოდენობა შეზღუდული არ არის.

ვინ შეძლებს გათამაშებაში მონაწილეობს?

საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქე, რომელიც არის თიბისი ბანკის მომხმარებელი.

პრიზები:

🎁 500 ₾ - ყოველდღე

ყოველდღე გამოვლინდება 1 გამარჯვებული იმავე დღეს განაღდებულ გზავნილებს შორის.

🎁 5 000 ₾ - ყოველთვიურად

კალენდარული თვის ბოლო დღეს, კერძოდ 31 ოქტომბერს, 30 ნოემბერს და 31 დეკემბერს, გამოვლინდება თითო გამარჯვებული, იმავე დღეს განაღდებულ გზავნილებს შორის. სულ 3 პრიზი. თვის განმავლობაში განაღდებული გზავნილები ყოველთვიური პრიზის გათამაშებაში არ მონაწილეობს.

🎁 25 000 ₾ - სუპერპრიზი

ერთი გამარჯვებული გამოვლინდება 2026 წლის 31 დეკემბერს.

სუპერპრიზის გათამაშებაში მონაწილეობს 31 დეკემბერს განაღდებული გზავნილები.

თვის ბოლო დღეებში გამარჯვებულები გამოვლინდება შემდეგი თანმიმდევრობით:

  • 31 ოქტომბერს და 30 ნოემბერს - 2 გამარჯვებული: პირველი მიიღებს 500 ₾-ს, მეორე 5 000 ₾-ს;

  • 31 დეკემბერს - 3 გამარჯვებული: პირველი მიიღებს 500 ₾-ს, მეორე 5 000 ₾-ს, მესამე 25 000 ₾-იან სუპერპრიზს.

ჯამში - 96 გამარჯვებული

როგორ გამოვლინდება გამარჯვებული?

გამარჯვებული გამოვლინდება ავტომატურად კალენდარული დღის განმავლობაში (00:00:01 საათიდან 23:59:59 საათამდე) შემთხვევითობის პრინციპით, ადამიანის ჩარევის გარეშე ბანკის შესაბამისი პროგრამის მიერ, შესაბამისი გზავნილის მობაილბანკში ან ინტერნეტბანკში განაღდებისთანავე.

მოგების შემთხვევაში შეტყობინებას მიიღებ SMS-ით ბანკში რეგისტრირებულ მობილურის ნომერზე ან/და მობაილბანკის push-შეტყობინებით.

რამდენი პრიზის მოგება შემიძლია?

თითოეული კატეგორიის პრიზის მოგება შესაძლებელია ერთხელ, ანუ გათამაშების განმავლობაში ერთი მოხმარებელი მოიგებს მაქსიმუმ 3 პრიზს: 1 ყოველდღიური, 1 ყოველთვიური და სუპერპრიზი.

ყოველდღიური პრიზის გამარჯვებულს კვლავ აქვს ყოველთვიური პრიზისა და სუპერპრიზის მოგების შანსი, თუ გათამაშების დღეს ახალ გზავნილს გაანაღდებს.

ერთი და იგივე განაღდება (ბილეთი) ერთსა და იმავე დღეს ერთზე მეტ პრიზს ვერ მოიგებს.

რომელი გზავნილები მონაწილეობს?

გათამაშებაში მონაწილეობს საზღვარგარეთიდან გამოგზავნილი გზავნილი, თუ:

- გზავნილის გამომგზავნი და მიმღები ერთი და იგივე პირია (სახელი-გვარი 100%-ით ემთხვევა);

- გზავნილის თანხა არის მინიმუმ 100 ერთეული შესაბამის ვალუტაში;

- გზავნილი განაღდებულია მხოლოდ თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში;

- გზავნილი გამოგზავნილია Western Union, Ria, MoneyGram, Intel Express ან Rico Gram-ის სისტემით.

*Cash to account (ნაღდი ფულის ჩარიცხვა ანგარიშზე სისტემით განხორციელებული გადარიცხვის გარეშე) სერვისით განხორციელებული ტრანზაქციები გათამაშებაში არ მონაწილეობს

როდის და სად ჩაირიცხება პრიზის თანხა?

მოგებული თანხა ჩაირიცხება ერთგულ ყულაბაში, გამარჯვებულის გამოვლენიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა.

გათამაშების პერიოდი: 1 ოქტომბერი - 31 დეკემბერი, 2026

გათამაშებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს (ბილეთები არ დაგენერირდება) შემდეგი ტრანზაქციები:

  • განხორციელებული ტრანზაქციები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ კამპანიის პირობებს

  • Cash to account (ნაღდი ფულის ჩარიცხვა ანგარიშზე სისტემით განხორციელებული გადარიცხვის გარეშე) სერვისით განხორციელებული ტრანზაქციები

  • საქართველოს კანონმდებლობით ან/და ბანკის შიდა პოლიტიკით გათვალისწინებული ნებისმიერი უკანონო ტრანზაქცია.

  • ბანკი იტოვებს უფლებას, საეჭვო ტრანზაქციის აღმოჩენის შემთხვევაში არ დაარიცხოს მომხმარებელს თანხა. ასევე, დაიბრუნოს მომხმარებლისგან უკვე გადაცემული თანხა.