თიბისი კონცეპტის, Visa-სა და M.T.A-ს შეთავაზების ფარგლებში, 20 ნოემბრის 12:00 სთ-დან, მხოლოდ mta.ski-ზე, შეიძინეთ I კალათის მულტისკი სეზონური აბონემენტი 30%-იანი ფასდაკლებით თიბისი კონცეპტ Visa ბარათით გადახდისას, გახდით პრემიუმ სკიპასის მფლობელი და ისარგებლეთ Fast Track-ით.
პრემიუმ სკიპასი მთელი სასრიალო სეზონის განმავლობაში ოთხივე მთის კურორტზე იმოქმედებს და მომხმარებელს Fast Track-ით, შერჩეულ საბაგიროებზე დამოუკიდებელი შესასვლელით სარგებლობის შესაძლებლობას შესთავაზებს
Fast Track დაგხვდებათ შემდეგ საბაგიროებთან: პირველი, სოლიკო, გუდაურა, ახალი გუდაურა
Fast Track მომსახურება ვალიდურია 2027 წლის ზამთრის სეზონზე. მომდევნო სეზონზე პრემიუმ სტატუსის შესანარჩუნებლად, ან მისაღებად, შეინახეთ წელს შეძენილი სეზონური მულტისკი აბონემენტი და იგივე კატეგორიის აბონემენტის ჩატვირთვისას, მიიღეთ პრემიუმ სკიპასი. დაკარგული ბარათი აღდგენას არ ექვემდებარება.
დეტალური პირობები:
ერთი საბანკო ბარათით შესაძლებელია მაქსიმუმ 2 აბონემენტის შეძენა.
ფასდაკლება ვრცელდება მხოლოდ უფროსის კატეგორიის სეზონურ მულტისკი აბონემენტზე, რომელსაც თბილისის მასშტაბით, ადგილზე უფასოდ მოგაწოდებთ. რაოდენობა შეზღუდულია.
აბონემენტების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ mta.ski-ზე
შეთავაზება ვრცელდება თიბისი კონცეპტის როგორც ახალ, ისე ძველ Visa ბარათებზე
შეთავაზება არ ვცელდება Apple Pay/Google Pay-თ გადახდისას
შეთავაზება ვრცელდება შემდეგ ბარათებზე: TBC Concept Visa Signature, Visa Platinum, Miles&Smiles Visa Signature, Ertguli Visa Signature და Ertguli Visa Platinum
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აბონემენტების რაოდენობა ლიმიტირებულია და შესაძლოა ამოიწუროს ნებისმიერ დროს.
თუ ფასდაკლებული აბონემენტები არ გამოჩნდება, ამ შემთხვევაში, აბონემენტების რაოდენობა ამოწურულია.