იმგზავრე ულიმიტოდ თბილისში თიბისისთან ერთად chevron-right-outlined
იმგზავრე ულიმიტოდ თბილისში თიბისისთან ერთად
მუდმივი
თიბისი
გაიაქტიურე შეთავაზება მობაილბანკში და 1 წლის განმავლობაში იმგზავრეთბილისის ნებისმიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ულიმიტოდ, თვეში 20 ლარად.
შეთავაზების დეტალები:
თბილისის ნებისმიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტში სპეციალური შეთავაზების გააქტიურებას მობაილბანკიდან შეძლებ;
შეთავაზების ფარგლებში შეძლებ ერთი წელი ულიმიტოდ იმგზავრო მეტროთი, ავტობუსით, მიკროავტობუსითა და საბაგიროთი, თვეში მხოლოდ 20 ლარად;
შეთავაზების გააქტიურება შეგიძლია თიბისის ნებისმიერ ფიზიკურ სადებეტო ბარათზე (გარდა მოსწავლისა);
გაითვალისწინე, შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ ფიზიკური ბარათით გადახდისას და არ ვრცელდება ციფრული საფულით (Apple Pay/Google Pay) გადახდაზე.
როგორ გავიაქტიურო შეთავაზება?
1. მობაილბანკში, გადახდის გვერდიდან გადადი ტრანსპორტის შეთავაზებაზე;
2. გაეცანი შეთავაზების დეტალებს და დააჭირე ღილაკს „გაგრძელება“;
3. აირჩიე შეთავაზება და დააჭირე ღილაკს „გაგრძელება“;
4. აირჩიე სასურველი ბარათი (გახსოვდეს, შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ თიბისის სადებეტო ბარათებზე, გარდა მოსწავლის ბარათისა) და დააჭირე ღილაკს „გაგრძელება“;
5. მონიშნე სასურველი თანხმობები და დააჭირე ღილაკს „დადასტურება“;
6. დაადასტურე ტრანზაქცია Face ID-ით ან SMS კოდით;
7. შეთავაზების გააქტიურების შემდეგ, სამგზავრო ბარათის შესახებ ინფორმაციას გადახდის გვერდზე იხილავ.
შეთავაზების გააქტიურებამდე დარწმუნდი, რომ შენს მოწყობილობაზე განახლებულია მობაილბანკის აპლიკაცია