ისარგებლეთ Fast Track მომსახურებით თიბისი კონცეპტის Visa Platinum, Visa Signature და სამოგზუარო Visa Signature ბარათების საშუალებით.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში:
თიბისი კონცეპტის Visa Platinum ბარათის მფლობელებისთვის Fast Track-ის სერვისი ხელმისაწვდომია წელიწადში 2-ჯერ უფასოდ;
Visa Signature ბარათის მფლობელებისთვის 4-ჯერ უფასოდ;
სამოგზაურო Visa Signature ბარათის მფლობელებისთვის 30-ჯერ უფასოდ და მოიცავს ბარათის მფლობელს + 4 თანმხლებ პირს თითო ვიზიტზე;
სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც გაფრენის, ასევე ჩამოფრენის შემთხვევაში Fast Track გასასვლელთან ფიზიკური ან ციფრული ბარათი POS ტერმინალზე დაფიქსირებით;
შეთავაზება ძალაშია 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
სხვა საერთაშორისო აეროპორტები:
ამასთან, Visa Signature ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ, წელიწადში 10-ჯერ უფასოდ ისარგებლონ Fast track international-ის სერვისით ევროპისა და თურქეთის კონკრეტულ აეროპორტებში და სამოგზაურო Visa Signature ბარათის მფლობელებს კი 30-ჯერ, რაც მოიცავს ბარათის მფლობელს + 4 თანმხლებ პირს თითო ვიზიტზე. საზღვარგარეთ საერთაშორისო აეროპორტებში სერვისის მიღება შესაძლებელია მხოლოდ TBC Concept x VISA Concierge ჩატბოტით დაგენერირებული QR კოდის საშუალებით.
იმისთვის, რომ თქვენი მოგზაურობა უფრო კომფორტული გახადოთ, საჭიროა:
ფლობდეთ თიბისი კონცეპტის Visa Signature მოქმედ ბარათს;
იყოთ TBC Concept x Visa concierge ჩატ ბოტის რეგისტრირებული მომხმარებელი;
ჩატ ბოტ-ში აირჩიოთ Fast track -ის ღილაკი, სასურველი ქვეყანა, აეროპორტი და მიჰყვეთ მარტივ ინსტრუქციას, რაც გულისხმობს თქვენი პერსონალური და ფრენის მონაცემების ჩატ ბოტში შეყვანას;
ინფორმაციის შეყვანის შემდეგ მიიღებთ QR კოდს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია შესაბამის აეროპორტში განთავსებულ ვერიფიკაციის მოწყობილობაზე, რაც საშუალებას მოგცემთ, თავი აარიდოთ რიგებს და უმოკლეს ვადაში გაიაროთ პასპორტის თუ უსაფრთხოების კონტროლი;
QR კოდის დაგენერირება შესაძლებელია წინასწარ, რეისამდე ნებისმიერი პერიოდით ადრე, მაგრამ იგი ვალიდურია მხოლოდ თქვენ მიერ მითითებული კონკრეტული რეისისთვის და მოქმედებს მხოლოდ რეისის გაფრენის ან ჩამოფრენის დღეს;
QR კოდის წარდგენა აეროპორტში შეგიძლიათ როგორც ელექტრონული, ასევე ამობეჭდილი სახით. ელექტრონულად QR კოდის გამოყენებამდე, სასურველია, გაზარდოთ თქვენი ტელეფონის ეკრანის განათების დონე;
QR კოდის გამოყენებით სერვისის მიღება თქვენთან ერთად დამატებით შეუძლია 2-წლამდე ასაკის მხოლოდ 2 ბავშვს. ყველა სხვა შემთხვევაში, აუცილებელია, თამხლები პირი ფლობდეს უნიკალურ QR კოდს;
გამოუყენებელი QR კოდი გამოაკლდება წლის განმავლობაში განსაზღვრული ლიმიტს. მაგ. თუკი მომხმარებელს დარჩენილი აქვს Fast track-ით სარგებლობის 8 უფასო შესაძლებლობა, QR კოდის შემუშავდა, მაგრამ იგი არ იქნა გამოყენებული, მისი უფასო Fast track-ით სარგებლობის ლიმიტი შემცირდება 7-მდე.
Fast track-ის სერვისის გამოყენების წესები შესაძლოა განსხვავდებოდეს აეროპორტების მიხედვით. თითოეული აეროპორტის ჭრილში დეტალურ ინსტრუქციასა და წესებს Visa Signature და სამოგზაურო Visa Signature -ის შემთხვევაში, მიიღებთ Visa კონსიერჟის ჩატ ბოტით Fast track-ის სერვისზე რეგისტრაციის დასასრულს.
Visa Signature და სამოგზაურო Visa Signature ბარათის მფლობელებისთვის, დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
შეთავაზება ძალაშია 2025 წლის 30 სექტემბრამდე.
სამოგზაურო Visa Signature ბარათი ხელმისაწვდომია მხოლოდ ახალი კონცეპტ 360-ის მომხმარებლებისთვის.