თიბისი კონცეპტის Mastercard World Elite ბარათის მფლობელებს, შესაძლებლობა გაქვთ, თქვენს ბარათით შესრულებული ხარჯვის მიხედვით, ისარგებლოთ LoungeKey-ის -1200-ზე მეტი აეროპორტის ლაუნჯებში უფასო ვიზიტით.
უფასო ვიზიტით სარგებლობა დამოკიდებულია თქვენი Mastercard World Elite ბარათით ლაუნჯში ვიზიტის წინა 35 დღის განმავლობაში განხორციელებულ ჯამურ ხარჯვაზე
მინ. 1500 ლარის ხარჯვის შემთხვევაში, ისარგებლებთ ლაუნჯში უფასო შესვლით, წელიწადში მაქსიმუმ 10-ჯერ.
ხარჯვის კრიტერიუმის დაკმაყოფილება საჭიროა ლაუნჯში ყოველი ვიზიტის წინა 35 დღის მანძილზე (ლაუნჯში ვიზიტის დღეს და წინა 5 სამუშაო დღეს შესრულებული ტრანზაქციები არ მონაწილეობს დათვლაში) კრიტერიუმის ვერ დაკმაყოფილების შემთხვევაში, არ ხდება წინა ვიზიტებისას გამომუშავებული უფასო ლიმიტის შენარჩუნება.
აეროპორტების ჩამონათვალის, ლაუნჯებზე წვდომისა და ხელმისაწვდომი ვიზიტების შესახებ ინფორმაციას გაეცანით მობილურ აპლიკაციაში: Mastercard Airport Experiences (App Store & Play Store) ან ვებ-გვერდზე.
ლაუნჯში შესვლა შესაძლებელია როგორც თქვენი ფიზიკური ბარათით, ისე Mastercard Airport Experiences აპლიკაციაში რეგისტრირებულ ბარათზე დაგენერირებული QR კოდის მეშვეობით.
შეთავაზება ვრცელდება ბარათის მფლობელზე და შეთავაზების სარგებლობისთვის აუცილებელია ბარათი იყოს აქტიური და ანგარიშზე ნაშთი შეადგენდეს მინიმუმ 1 აშშ დოლარს.
Welcome Period
2025 წლის 4 ივნისის შემდეგ გაცემულ ახალ ბარათებზე მოქმედებს “Welcome Period”, რომელიც აქტიურია ბარათის გაცემის მომდევნო დღიდან (მაქს. 24 საათში) 35 კალენდარული დღის მანძილზე. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ბარათის მფლობელები ისარგებლებენ ლაუნჯებში უფასო ვიზიტით ხარჯვის კრიტერიუმის შემოწმების გარეშე.
“Welcome Period“-ის განმავლობაში გამოყენებული უფასო ვიზიტები გამოაკლდება ჯამური ვიზიტების რაოდენობას.
ბარათით ხარჯვაში არ გაითვალისწინება შემდეგი საბარათე ტრანზაქციები:
ლაუნჯში ვიზიტის დღეს და წინა 5 სამუშაო დღის განმავლობაში შესრულებული ტრანზაქციები.
შეძენები, რომლებიც შემდგომში დაბრუნებულია ან ანაზღაურებულია;
ნებისმიერი ნაღდი ფულით შეძენა, მათ შორის თანხის განაღდება
ბარათიდან ბარათზე გადარიცხვები;
სხვა: შენაძენები ქვითრებით, სადაზღვევო პრემიები, პროცენტი, ნებისმიერი სახის საკომისიოები ან გადასახადები, მოგზაურობის ქვითრები, ნებისმიერი სახის აზარტული თამაში (მათ შორის, გადახდები პრიზის მოგების შემთხვევაში) და სხვა.
Mastercard-ის სერვისი აეროპორტების ბიზნეს ლაუნჯებით სარგებლობის შესახებ წარმოადგენს დამატებით ბენეფიტს, რომლითაც ბარათის მფლობელს შეუძლია ისარგებლოს საკუთარი შეხედულებისამებრ. აღნიშნული ბენეფიტით სარგებლობის პირობებს ცალმხრივად განსაზღვრავს და/ან ცვლის Mastercard.
ხშირად დასმული შეკითხვები
რამდენი დარბაზი შედის LoungeKey პროგრამაში? რომელ ქვეყნებსა და ქალაქებში?
chevron-down-outlinedროგორ ვიპოვოთ LoungeKey დარბაზი?
chevron-down-outlinedრა მომსახურებას გვთავაზობს LoungeKey ლაუნჯები?
chevron-down-outlinedროგორ ხდება შესვლა ბიზნეს დარბაზში?
chevron-down-outlinedბარათის მფლობელის გარდა ვინმეს შეუძლია დარბაზში შესვლა?
chevron-down-outlinedვრცელდება თუ არა უფასო ვიზიტები თანმხლებ პირებზე (მეუღლე, შვილები, ...)?
chevron-down-outlinedრამდენი სტუმარი დაიშვება ბარათის მფლობელთან ერთად?
chevron-down-outlinedრა პირობებია ბავშვის ბიზნეს ლაუნჯში შესასვლელად?
chevron-down-outlinedრამდენ ხანს არის შესაძლებელი დარჩენა/გაჩერება ბიზნეს ლაუნჯში?
chevron-down-outlinedყველა ლაუნჯშია ხელმოსაწვდომი უფასო ვიზიტი?
chevron-down-outlinedშესაძლებელია დარბაზში შესვლა GooglePay, ApplePay ან ბანკის მობილური საფულის გამოყენებით?
chevron-down-outlined