Cards

chevron-right-outlined
globe-outlined
EN
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

Avis – Visa

35%-მდე ფასდაკლება
კონცეპტი
დარჩენილი დღეები: 152
Avis - Visa Web Banner

Visa

მოგზაურობის დაგეგმვისას, ისარგებლეთ Avis-ის მანქანის ქირაობის სერვისით და აღმოაჩინეთ სპეციალური შეთავაზებები კონცეპტ Visa ბარათების მფლობელებისთვის - 20%-იანი ფასდაკლება Visa Platinum ბარათით გადახდისას და 35%-იანი ფასდაკლება Visa Signature და Miles&Smiles Visa Signature ბარათების მფლობელებისთვის.

შეთავაზებით სარგებლობისთვის, გთხოვთ ისარგებლოთ მოცემული სპეციალური ბმულით და გააფორმოთ თქვენი მანქანის ქირაობის მოთხოვნა გვერდის მარჯვენა მხარეს. შემდეგ აირჩიოთ თქვენი ბარათის კატეგორია და ფასდაკლება ავტომატურად გააქტიურდება. მანქანის წინასწარ დაჯავშნა შესაძლებელია მინიმუმ 24 საათით ადრე.

  • ფასდაკლება არ ვრცელდება სპეციალურ ტარიფებზე, საბროკერო ტარიფებზე, მინივენებზე, სპეციალურ პარკირებაზე (მაგ. Prestige/პრესტიჟი, Select/სელექტი/რჩეული) და მძღოლიანი მანქანის ქირაობაზე.

  • ყველა ფასდაკლება ხელმისაწვდომია მსოფლიოს გარშემო და შეიძლება განსხვავდებოდეს მანქანის ხელმისაწვდომობის და წელიწადის დროის მიხედვით. დამატებითი პირობები:

  • შეღავათიანი პარტნიორის ფასდაკლებები ვრცელდება მხოლოდ ევროპის, აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის მაცხოვრებლებზე, რომლებიც ქირაობენ მანქანებს მთელს მსოფლიოში.

  • ფასდაკლების დონე შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნების მიხედვით.

  • ფასდაკლება მოქმედებს დაჯავშნის დროს და ვრცელდება ქირაობის ხანგრძლივობაზე, გარბენზე და ქირაობის სადაზღვევო ნაწილზე. ფასდაკლება არ ვრცელდება ჩექაუთის დროს შეძენილ სხვა პროდუქტებზე.

  • შეთავაზების გამოყენება შეუძლებელია სხვა ფასდაკლებებთან, აქციებთან და შეთავაზებებთან ერთად. დამოკიდებულია ხელმისაწვდომობაზე.

  • გთხოვთ, დარწმუნდეთ რომ დაჯავშნისას სწორად გაქვთ მონიშნული თქვენი Visa ბარათის კატეგორია, რათა ისარგებლოთ შესაბამისი ფასდაკლებით. მანქანის გაყვანისას უნდა წარმოადგინოთ თქვენი Visa ბარათი.

  • Avis-ში შესაძლებელია Visa საკრედიტო ბარათებით გადახდა, ზოგიერთ ქვეყანაში კი - Visa სადებეტო ბარათებითაც. Avis-ში შეუძლებელია Visa Electron ბარათებით ან წინასწარ გადახდილი ბარათებით გადახდა, მაშინაც კი თუ მათ Visa-ს ლოგო აქვთ.

  • შეთავაზება ვრცელდება Visa Platinum, Visa Signature და Visa Infinite ბარათებზე 2026 წლის 31 დეკემბრამდე.ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლებელია პირდაპირ www.avis.com-ზე დაჯავშნისას.

  • ყველა ფასდაკლება მოცემულია სავალდებულო გადასახადების ჩათვლით მთელი ქირაობის პერიოდის განმავლობაში.

  • მანქანის წინასწარ დაჯავშნა შესაძლებელია მინიმუმ 24 საათით ადრე.

  • შეთავაზება ვრცელდება ნებისმიერ მანქანის ჯგუფზე და დამოკიდებულია დაჯავშნის დროს მანქანის ხელმისაწვდომობაზე.

  • შეზღუდვები შეიძლება ვრცელდებოდეს შეთავაზებაზე გარკვეულ ადგილებში და კონკრეტული პერიოდის განმავლობაში.

  • ფასები შეიძლება განსხვავდებოდეს იმ ქვეყნის სეზონის მიხედვით, სადაც ჯავშნით მანქანას.

  • შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური ბმულით დაჯავშნისას ან Avis Preferred პროგრამაში დარეგისტრირებისას, სადაც თქვენი AWD ნომერი დაემატება თქვენს პროფილს, რათა თქვენს ანგარიშზე შესვლის შემდეგ შეძლოთ ბენეფიტებით სარგებლობა სხვა დაჯავშნის არხების საშუალებით.

  • თუ თქვენს ქირავნობის ჯავშანში ან Avis Preferred პროფილში სხვა AWD ნომერია მოცემული, თქვენ ვერ ისარგებლებთ Avis-ისა და Visa-ს პარტნიორობასთან დაკავშირებული პრივილეგიებით.

  • ექვემდებარება Avis-ის სტანდარტულ წესებსა და პირობებს.

  • სრული წესებისა და პირობების სანახავად, ეწვიეთ Avis-ის ვებ-გვერდს: https://one.avisworld.com/en_GB/Avis-Visa/Termsandconditions?open&CID=pcasgen-20220124-visasg-001 შეთავაზება აქტიურია 2026 წლის 31 დეკემბრამდე.

    ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლებელია პირდაპირ www.avis.com-ზე დაჯავშნისას.

დარჩენილი დღეები: 152