<link rel="stylesheet" href="/assets/tbcx/css/tbcx-font-faces.css" media="print" data-beasties-media="all"><noscript><link rel="stylesheet" href="/assets/tbcx/css/tbcx-font-faces.css">
globe-outlined
EN
chevron-down-outlined
მუქი თემა

კრიპტოთი ვაჭრობის ბონუსი ბიტკოინში

დარჩენილი დღეები: 24
ENG WEB

თიბისი

2026 წლის 1–31 ოქტომბერს თიბისის მობაილბანკში კრიპტოთი ვაჭრობისას მომხმარებელი, რომელიც კამპანიის პირობებს შეასრულებს, ყიდვისა და გაყიდვის ჯამური მოცულობის 0.5%-ს ბიტკოინის სახით მიიღებს.

ვისთვის არის კამპანია

კამპანია ვრცელდება მომხმარებლებზე, რომლებიც:

  • კრიპტო ანგარიშს 2026 წლის 1–31 ოქტომბერს გახსნიან;

  • უკვე ფლობენ აქტიურ კრიპტო ანგარიშს, მაგრამ 2026 წლის 1 აგვისტოდან კრიპტოს ყიდვის ან გაყიდვის არცერთი წარმატებული ტრანზაქცია არ განუხორციელებიათ, ხოლო 1 ოქტომბრის მდგომარეობით მათი კრიპტოაქტივების ჯამური ღირებულება $1,000-ზე ნაკლებია.

რა არის საჭირო ბონუსის მისაღებად

მომხმარებელმა კამპანიის პერიოდში უნდა შეასრულოს კრიპტოს ყიდვის ან გაყიდვის სულ მცირე ერთი წარმატებული ტრანზაქცია. ამასთან, 31 ოქტომბრის 23:59 საათისთვის მის კრიპტო ანგარიშზე არსებული აქტივების ჯამური ღირებულება უნდა იყოს მინიმუმ $10,000.

ბონუსს მიიღებს ის მომხმარებელიც, რომლის მიერ კამპანიის პერიოდში ანგარიშზე შემოტანილი კრიპტოაქტივების ღირებულება გატანილის ღირებულებას მინიმუმ $10,000-ით აღემატება, თუმცა ფასების შემცირების გამო კამპანიის ბოლოს მისი პორტფელი $10,000-ზე ნაკლები ღირს.

კამპანიაში მონაწილეობა ავტომატურია და დამატებით რეგისტრაციას არ საჭიროებს.

როგორ გამოითვლება ბონუსი

ბონუსი შეადგენს კამპანიის პერიოდში კრიპტოს ყიდვისა და გაყიდვის ჯამური სავაჭრო მოცულობის 0.5%-ს.

მაგალითად, თუ მომხმარებელი იყიდის $15,000-ის და გაყიდის $10,000-ის კრიპტოს, მისი ჯამური სავაჭრო მოცულობა იქნება $25,000. კამპანიის პირობების შესრულების შემთხვევაში, ბონუსად მიიღებს $125-ის ბიტკოინს.

პორტფელის ღირებულება არის ანგარიშზე არსებული კრიპტოაქტივების ჯამური საბაზრო ღირებულება. სავაჭრო მოცულობა კი ყიდვისა და გაყიდვის ტრანზაქციების ჯამია, საიდანაც ბონუსი გამოითვლება.

როდის ჩაირიცხება ბონუსი

ბონუსი მომხმარებლის კრიპტო ანგარიშზე კამპანიის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში ჩაირიცხება. ჩარიცხვის შესახებ მომხმარებელი SMS შეტყობინებას მიიღებს.

ჩასარიცხი ბიტკოინის რაოდენობა გამოითვლება ჩარიცხვის მომენტში თიბისის სისტემაში დაფიქსირებული ბიტკოინის ფასით. ამ დროს მომხმარებელს აქტიური კრიპტო ანგარიში უნდა ჰქონდეს.

გასათვალისწინებელი პირობები

სავაჭრო მოცულობაში მხოლოდ წარმატებით დასრულებული ტრანზაქციები ითვლება. გაუქმებული, უარყოფილი, დაბრუნებული ან დაუსრულებელი ტრანზაქციები არ ჩაითვლება.

სავაჭრო მოცულობის ხელოვნურად გაზრდის ან კამპანიის წესების დარღვევის შემთხვევაში მომხმარებელი ბონუსს ვერ მიიღებს.

კამპანიის სრული წესები და პირობები

გაითვალისწინეთ: კრიპტოაქტივების ღირებულება ცვალებადია და მათში ინვესტირება დაკავშირებულია რისკებთან.

დარჩენილი დღეები: 24