<link rel="stylesheet" href="/assets/tbcx/css/tbcx-font-faces.css" media="print" onload="this.media='all'"><noscript><link rel="stylesheet" href="/assets/tbcx/css/tbcx-font-faces.css">
globe-outlined
EN
chevron-down-outlined
მუქი თემა

დრამის ლაბორატორია - სამსახიობო ხელოვნების შემსწავლელი კურსი

კონცეპტი
დარჩენილი დღეები: 33
drama

თიბისი

თიბისი კონცეპტისა და დრამის ლაბორატორიის თანამშრომლობის ფარგლებში, თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის სამსახიობო ხელოვნების კურსზე სპეციალური შეთავაზება ვრცელდება - დამატებითი ინდივიდუალური კონსულტაციები და ვორქშოპები დარგის წამყვან სპეციალისტებთან.

დრამის ლაბორატორიის ცხრათვიანი ექსპერიმენტული პროექტი „ჩემი შემოქმედებითი ძიება კამერის წინ“ მოიცავს კინომსახიობის პროფესიის შესწავლას, კამერასთან მუშაობას და დოკუმენტურ ფილმში მონაწილეობას.

პროექტის ფარგლებში შეიქმნება ორი დამოუკიდებელი ჯგუფი:

  • 17 წლამდე მოზარდებისთვის;

  • 17 წლის და ზემოთ მსურველებისთვის.

კურსის ხანგრძლივობა

3 ოქტომბერი - 20 ივნისი

კურსის ღირებულება და განრიგი:

მოზარდებისთვის: 400 ლარი თვეში კვირაში 2 შეხვედრა:

  • შაბათი 13:00-15:00

  • კვირა 13:00-15:00

ზრდასრულებისთვის: 750 ლარი თვეში კვირაში 4 შეხვედრა:

  • სამშაბათი - 18:00-20:00

  • ოთხშაბათი - 18:00-20:00

  • შაბათი : 16:00-18:00

  • კვირა : 16:00-18:00

კურსის ხელმძღვანელია დრამის ლაბორატორიის დამფუძნებელი და მსახიობი ნანუკა ხუსკივაძე - სცენიური სივრცისა და კამერასთან მუშაობის მიმართულებით. კურსის მენტორები არიან: მსახიობი დავით გოცირიძე; მსახიობი, პროდიუსერი და კინორეჟისორი ედმონდ მინაშვილი; კინომცოდნე ნინო ანჯაფარიძე და მუსიკოსი ნატალია თოთიბაძე.

დასარეგისტრირებლად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ კონცეპტ ასისტენტს: 032 2 27 27 99

დარჩენილი დღეები: 33