<link rel="stylesheet" href="/assets/tbcx/css/tbcx-font-faces.css" media="print" data-beasties-media="all"><noscript><link rel="stylesheet" href="/assets/tbcx/css/tbcx-font-faces.css">
globe-outlined
EN
chevron-down-outlined
მუქი თემა

იმგზავრე ულიმიტოდ თბილისში თიბისისთან ერთად

მუდმივი
tbilisi transport

თიბისი

გაიაქტიურე შეთავაზება მობაილბანკში და 1 წლის განმავლობაში იმგზავრე თბილისის ნებისმიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ულიმიტოდ, თვეში 20 ლარად.

შეთავაზების დეტალები:

  • თბილისის ნებისმიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტში სპეციალური შეთავაზების გააქტიურებას მობაილბანკიდან შეძლებ;

  • შეთავაზების ფარგლებში შეძლებ ერთი წელი ულიმიტოდ იმგზავრო მეტროთი, ავტობუსით, მიკროავტობუსითა და საბაგიროთი, თვეში მხოლოდ 20 ლარად;

  • შეთავაზების გააქტიურება შეგიძლია თიბისის ნებისმიერ ფიზიკურ სადებეტო ბარათზე (გარდა მოსწავლისა);

  • გაითვალისწინე, შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ ფიზიკური ბარათით გადახდისას და არ ვრცელდება ციფრული საფულით (Apple Pay/Google Pay) გადახდაზე.

როგორ გავიაქტიურო შეთავაზება?

1. მობაილბანკში, გადახდის გვერდიდან გადადი ტრანსპორტის შეთავაზებაზე;

2. გაეცანი შეთავაზების დეტალებს და დააჭირე ღილაკს „გაგრძელება“;

3. აირჩიე შეთავაზება და დააჭირე ღილაკს „გაგრძელება“;

4. აირჩიე სასურველი ბარათი (გახსოვდეს, შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ თიბისის სადებეტო ბარათებზე, გარდა მოსწავლის ბარათისა) და დააჭირე ღილაკს „გაგრძელება“;

5. მონიშნე სასურველი თანხმობები და დააჭირე ღილაკს „დადასტურება“;

6. დაადასტურე ტრანზაქცია Face ID-ით ან SMS კოდით;

7. შეთავაზების გააქტიურების შემდეგ, სამგზავრო ბარათის შესახებ ინფორმაციას გადახდის გვერდზე იხილავ.

შეთავაზების გააქტიურებამდე დარწმუნდი, რომ შენს მოწყობილობაზე განახლებულია მობაილბანკის აპლიკაცია

მუდმივი