<link rel="stylesheet" href="/assets/tbcx/css/tbcx-font-faces.css" media="print" data-beasties-media="all"><noscript><link rel="stylesheet" href="/assets/tbcx/css/tbcx-font-faces.css">
globe-outlined
EN
chevron-down-outlined
მუქი თემა

IMMOBILIARE

დარჩენილი დღეები: 51
Kostava Corner 1110

Immobiliare

თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში, შესაძლებლობა გაქვთ, ისარგებლოთ 2%-იანი ფასდაკლებით, შიდა განვადებით ბინის შეძენის შემთხვევაში IMMOBILIARE-ს პირველ პროექტში - Kostava 49.

პროექტი მიზნად ისახავს ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და მის ინტეგრირებას თანამედროვე ურბანული ცხოვრების სტანდარტებთან. მის არქიტექტურულ კონცეფციაზე მსოფლიოში ცნობილმა ესპანურმა სტუდიამ, Ricardo Bofill Taller de Arquitectura-მ, იმუშავა.

შენობის ისტორია თბილისის არქიტექტურული სცენის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული ფიგურას, მიხეილ ნეპრინცევს, უკავშირდება. თავდაპირველად აქ ჩაის ადმინისტრაციული ცენტრი იყო განთავსებული, მოგვიანებით კი შენობაში სურსათისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფუნქციონირებდა.

პროექტის ფარგლებში სრულად აღდგება და შენარჩუნდება ისტორიული ფასადის ავთენტური იერსახე და გააერთიანებს მხოლოდ 81 აპარტამენტს. შენობაში ასევე წარმოდგენილი იქნება fine dining რესტორანი, The Residents’ Club, სპა, მოსასვენებელი ზონები, სავარჯიშო და სარეაბილიტაციო ცენტრები.

შეთავაზების პირობები:

  • მშენებლობის პერიოდში: ღირებულების 30%-ის გადახდა, დარჩენილი 70%-ის დაფარვა მშენებლობის დასრულებისას.(2028 წლის 1 მარტი)

  • 2%-იანი ფასდაკლება ყველა ბინაზე (30/70 გადახდის პირობით).

პროექტის უპირატესობებია:

  • 1936 წელს აგებული ისტორიული შენობა

  • შეზღუდული საცხოვრებელი ერთეულების რაოდენობა (სულ 81 აპარტამენტი)

  • პროექტის არქიტექტურული კონცეფციის ავტორია ცნობილი ესპანური სტუდია Ricardo Bofill Taller de Arquitectura.

  • მდებარეობს თბილისის კულტურულ და სოციალურ ცენტრში, ვერაზე

  • ურბანული ინფრასტრუქტურისა, კულტურული სივრცეებისა და ყოველდღიური საჭიროებების სიახლოვე

  • სრული შიდა ინფრასტრუქტურა (რესტორანი, სპა და ველნსერ სივრცე, ფიტნეს ზონა Technogym-ის აღჭურვილობით, The Residents Club)

  • 24/7 კონსიერჟის მომსახურება

  • მაცხოვრებლებისთვის განკუთვნილი აპლიკაცია და ქონების მართვის სერვისი

ბინა ბარდება მწვანე კარკასის კონდიციით.

მშენებლობის დასრულების ვადა: 2028.

პროექტის მისამართი: მ.კოსტავა N49

შეთავაზება ძალაშია 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

შეთავაზებით სარგებლობისთვის, გთხოვთ, მიმართოთ პირად ბანკირს ან კონცეპტ ასისტენტს

დაინტერესების შემთხვევაში თქვენი პერსონალური მონაცემები გადაეცემა დეველოპერ კომპანიას თქვენი მოთხოვნის დამუშავების მიზნით.

დარჩენილი დღეები: 51