globe-outlined
EN
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

Miles&Smiles - სპეციალური შეთავაზება

კონცეპტი
დარჩენილი დღეები: 6
miles smiles

Miles&Smiles

Turkish Airlines-ის შეთავაზების ფარგლებში, Miles&Smiles თიბისი კონცეპტ Visa Signature ბარათის მფლობელებს, შესაძლებლობა გაქვთ ევროპის მიმართულებით ეკონომკლასის ავიაბილეთების მილებით შეძენისას 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლოთ

დაგეგმეთ მოგზაურობა და აღმოაჩინეთ ევროპის ახალი მიმართულებები ნაკლები მილების გამოყენებით. შეთავაზება ვრცელდება შერჩეულ რეისებზე ევროპის მიმართულებით და ევროპიდან.

ბილეთების შეძენის პერიოდი: 6 ივლისის ჩათვლით, 2026

მოგზაურობის პერიოდი: 1 ნოემბერი, 2026 – 28 თებერვალი, 2027

წესები და პირობები:

  • შეთავაზება ვრცელდება ეკონომკლასის პრომო სასაჩუქრე (Award) ბილეთებზე, რომლებიც გაიცემა 2026 წლის 6 ივლისის ჩათვლით, ხოლო მოგზაურობის პერიოდი მოიცავს 2026 წლის 1 ნოემბრიდან 2027 წლის 28 თებერვლამდე პერიოდს.

  • შეთავაზება არ მოქმედებს 2026 წლის 12 დეკემბრიდან 2027 წლის 10 იანვრის ჩათვლით.

  • კამპანიის ფარგლებში, მილებით შეძენისას 30%-იანი ფასდაკლება მოქმედებს ცალმხრივ ან ორმხრივ რეისებზე თურქეთისა და ევროპის განსაზღვული ქვეყნების მიმართულებით.

  • აქციის ფარგლებში გაცემულ ბილეთებზე ჯავშნის ცვლილება დასაშვებია მხოლოდ იმავე მარშრუტ(ებ)ზე, ბილეთის გაცემისა და მოგზაურობის პერიოდის ფარგლებში.

  • ყველა შესაბამისი გადასახადი დაემატება და გადაიხდება ცალკე.

  • შეთავაზება ვრცელდება ადგილების შეზღუდულ რაოდენობაზე.

  • აქცია მოქმედებს მხოლოდ Turkish Airlines-ის მიერ შესრულებულ რეგულარულ რეისებზე. შეთავაზება არ ვრცელდება Turkish Airlines-ის კოდშეარ რეისებსა და Star Alliance-ის პარტნიორი ავიაკომპანიების მიერ შესრულებულ რეისებზე.

  • აქციის ფარგლებში მოქმედებს Miles&Smiles-ის სასაჩუქრე (Award) ბილეთების პროგრამის წესები და პირობები.

  • Turkish Airlines იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეცვალოს ან გააუქმოს აქციის პირობები, განმარტებები და სხვა დეტალები.

  • თიბისი კონცეპტის სამოგზაურო ბარათი ხელმისაწვდომია მხოლოდ კონცეპტ 360-ის მომხმარებლებისთვის.

შეთავაზება ვრცელდება შემდეგ მიმართულებებზე:

ამსტერდამი, ათენი, ბაქო, ბარსელონა, ბარი, ბაზელი, ბათუმი, ბელგრადი, ბერლინი, ბილბაო, ბილუნდი, ბირმინგემი, ბოლონია, ბორდო, ბრემენი, ბრიუსელი, ბუქარესტი, ბუდაპეშტი, კატანია, კიშინიოვი, კლუჟი, კიოლნი, კონსტანცა, კოპენჰაგენი, დუბლინი, დუბროვნიკი, დიუსელდორფი, ედინბურგი, ფრანკფურტი, ჟენევა, გეტებორგი, ჰამბურგი, ჰანოვერი, ჰელსინკი, კრაკოვი, ლაიფციგი, ლისაბონი, ლიუბლიანა, ლუქსემბურგი, ლიონი, მადრიდი, მალაგა, მალტა, მანჩესტერი, მარსელი, მიუნხენი, ნეაპოლი, ნიურნბერგი, ოხრიდი, ოსლო, პალერმო, პარიზი, პოდგორიცა, პორტო, პრაღა, პრიშტინა, რიგა, რომი, როვანიემი, სარაევო, სევილია, სკოპიე, ზალცბურგი, სოფია, სტოკჰოლმი, შტუტგარტი, ტალინი, თბილისი, თესალონიკი, ტიმიშოარა, ტირანა, ტივატი, ტულუზა, ტურინი, ვალენსია, ვარნა, ვენეცია, ვილნიუსი, ვენა, ვარშავა, ერევანი, ზაგრები და ციურიხი.

დარჩენილი დღეები: 6