თეატრი „სახელოსნო 42“ ბავშვებს იწვევს თეატრალურ ტურზე „თეატრისამბავი“, ერთ საათიან მოგზაურობაში თეატრის კულისებს მიღმა.
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის, ტურის ღირებულებაზე იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.
რას აღმოაჩენენ ბავშვები ტურის განმავლობაში?
გაიგებენ, როგორია თეატრის სამყარო და როგორ მზადდება სპექტაკლი
დაათვალიერებენ სცენასა და კულისებს
გაეცნობიან მსახიობებისა და გრიმიორების მუშაობისპროცესს
გაიგებენ, ვინ დგას სცენის მიღმა და რა ტექნიკა გამოიყენება თეატრში
გაეცნობიან თეატრის სახვით ენას და მაყურებლის მიღების პროცესს
ტურის ხანგრძლივობა: 1 საათი
საწყისი ღირებულება ერთ ბავშვზე: 30 ლარი
დაწყების თარიღი: 14 ნოემბერი
ტურების დღეები: ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა
დაწყების დრო და ხანგრძლივობა: 13:00 და 14:00 საათი (1 საათი)
ასაკობრივი ჯგუფები: 6-8 წლამდე და 9-11 წელი
ტური იჯავშნება მხოლოდ ჯგუფურად. ბავშვებისრაოდენობა: 15-25
რეგისტრაციისთვის და ტურის დასაჯავშნად მიმართეთ თეატრს ელფოსტაზე: info@theatrefactory42.ge ან დაუკავშირდით ნომერზე: 593 424 333.
მისამართი: ა. წერეთლის 114