თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში, შესაძლებლობა გაქვთ, დარეგისტრირდეთ კურსზე „ზღაპრები ბაიასთან“ და ისარგებლოთ 15%-იანი ფასდაკლებით.
კურსის განმავლობაში ბავშვები მენტორებთან ერთად მოიფიქრებენ და თავად შეთხზავენ ზღაპარს, დაამზადებენ თოჯინებს, დეკორაციებს, კოსტუმებსა და აპლიკაციებს, საბოლოოდ კი საკუთარ წარმოდგენას გაათამაშებენ.
დამატებითი ინფორმაცია:
კურსი განკუთვნილია 5-10 წლის ბავშვებისთვის
შეხვედრები გაიმართება შაბათ-კვირას 15:00 საათზე
თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობაა 1 საათი და 15 წუთი.
კურსს წარუძღვებიან ბაია დვალიშვილი და ნინო ნამიჭეიშვილი.
აკადემია უზრუნველყოფს კურსისთვის საჭირო ყველა სამუშაო მასალას. წლის განმავლობაში გაიმართება ორი თოჯინების თეატრი - ზამთრისა და საგაზაფხულო სეზონებზე.
კურსის საწყისი ღირებულება (1 თვე): 340 ლარი
შენიშვნა: კურსი მიმდინარეა და ბავშვის დამატება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.
დეტალებისა და რეგისტრაციისთვის მიმართეთ კონცეპტ ასისტენტს: 032 2 27 27 99 ან თეატრს: 511 42 01 42
მისამართი: ა. წერეთლის 114