QR კოდის დასკანერება შესაძლებელია მობაილ ბანკის აპლიკაციაში, მთავარ გვერდზე, მარჯვენა კუთხეში სკანერის ღილაკზე დაჭერით.
როგორ ავირჩიო თანხა, ვალუტა და ბარათი?
chevron-down-outlined
თანხის განაღდების გვერდზე უნდა:
მიუთითოთ თანხა,
აირჩიოთ ვალუტა,
აირჩიოთ ბარათი, საიდანაც მოხდება თანხის გატანა
120 დოლარის განაღდება ვცადე მობაილბანკით და ვერ ვქენი, რატომ?
chevron-down-outlined
GEL (ლარი): თანხა უნდა იყოს 5-ის ჯერადი.
USD (დოლარი): თანხა უნდა იყოს 100-ის ჯერადი.
EUR (ევრო): თანხა უნდა იყოს 50-ის ჯერადი.
თუ შეყვანილი თანხა არასწორია, გამოჩნდება შეცდომის შეტყობინება. ლარის არჩევის შემთხვევაში გამოჩნდება სწრაფი ღილაკები (₾10, ₾20, ₾50, ₾100). არასაკმარისი თანხის შემთხვევაში ასევე გამოვა შეცდომის შეტყობინება.
რა ვალუტების გატანაა შესაძლებელი?
chevron-down-outlined
ვალუტების ჩამონათვალში გამოჩნდება მხოლოდ იმ ბანკომატში ხელმისაწვდომი ვალუტა.
როგორ ავირჩიო ბარათი?
chevron-down-outlined
თუ ეს თქვენი პირველი ოპერაციაა, ბარათის ველი ცარიელი იქნება და უნდა აირჩიოთ ბარათი.
ბარათების სიაში გამოჩნდება მხოლოდ თქვენი აქტიური ბარათები.
თუ QR განაღდება უკვე გაქვთ გამოყენებული, ავტომატურად იქნება არჩეული ბოლო გამოყენებული ბარათი.
თუ თანხა ხელმისაწვდომია სხვა ვალუტაში, ბანკომატი მაინც გასცემს არჩეულ ვალუტაში და თანხა ჩამოიჭრება შესაბამისი კურსით.
მაგალითი: თუ ანგარიშზე გაქვთ 1000 ლარი და აირჩიეთ 100 დოლარი, ბანკომატი გასცემს $100-ს, ხოლო თანხა ჩამოიჭრება ლარის ანგარიშიდან.
როგორ უნდა დავადასტურო ტრანზაქცია?
chevron-down-outlined
ტრანზაქციის დასადასტურებლად უნდა შეიყვანოთ SMS კოდი, რომელიც გამოგეგზავნებათ ტელეფონზე.
რამდენი დრო მაქვს თანხის გატანისთვის?
chevron-down-outlined
QR-ის დასკანერების შემდეგ ბანკომატზე ჩაირთვება 45-წამიანი ტაიმერი. თუ ამ დროში ვერ მოასწრებთ თანხის გატანას, ტრანზაქცია ავტომატურად გაუქმდება, ხოლო აპლიკაციაში გამოჩნდება წარუმატებელი ოპერაციის შეტყობინება.