<link rel="stylesheet" href="/assets/tbcx/css/tbcx-font-faces.css" media="print" data-beasties-media="all"><noscript><link rel="stylesheet" href="/assets/tbcx/css/tbcx-font-faces.css">
globe-outlined
EN
chevron-down-outlined
მუქი თემა

თიბისიში გზავნილები მომგებიანია

1110x400-100

გზავნილს უცხოეთიდან იღებ? თიბისიში მისი განაღდება მომგებიანია: განსაკუთრებული კურსი, 24/7 ხელმისაწვდომობა და ნაწილობრივი კონვერტაცია. 12 ოქტომბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით კი ყოველი განაღდება ფულადი პრიზის მოგების შანსსაც გაძლევს.

1 000₾ კვირის გამარჯვებულს · 5 000₾ თვის გამარჯვებულს · 10 000₾ სუპერ პრიზი

როგორ ჩაერთო?

1. მიიღე გზავნილი საზღვარგარეთიდან, მინიმუმ 300 ერთეული (ლარი, აშშ დოლარი ან ევრო).

2. გაანაღდე თიბისიში ნებისმიერი გზავნილის სისტემით.

3. გაანაღდე ყველაზე მეტჯერ. რაც მეტ გზავნილს გაანაღდებ, მით მეტია მოგების შანსი.

დამატებითი რეგისტრაცია საჭირო არ არის.

პრიზები

კვირის გამარჯვებული – 1 000₾

ყოველ კვირას (ორშაბათი 00:00-დან კვირა 23:59-ის ჩათვლით) გამოვლინდება 1 გამარჯვებული, რომელმაც ამ კვირაში ყველაზე მეტი გზავნილი გაანაღდა. გამარჯვებული გამოვლინდება კვირის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

*პრიზი ჩაირიცხება გამარჯვებულის ერთგულ ყულაბაში გამოვლენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

თვის გამარჯვებული – 5 000₾

ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში თითო გამარჯვებული გამოვლინდება: მონაწილე, რომელმაც შესაბამის თვეში ყველაზე მეტი გზავნილი გაანაღდა. გამარჯვებული გამოვლინდება თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

*პრიზი ჩაირიცხება გამარჯვებულის ერთგულ ყულაბაში გამოვლენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

სუპერ პრიზი – 10 000₾

კამპანიის დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს 31 დეკემბრისა, გამოვლინდება 1 გამარჯვებული, რომელმაც 12 ოქტომბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით ყველაზე მეტი გზავნილი გაანაღდა.

მნიშვნელოვანია: სუპერ პრიზის მოსაგებად ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში ყოველ თვეში მინიმუმ ერთი, 300 ერთეულიანი ან მეტი გზავნილი უნდა გაანაღდო.

* პრიზი ჩაირიცხება გამარჯვებულის ერთგულ ყულაბაში არაუგვიანეს 31 დეკემბრისა.

თითოეულ კატეგორიაში ერთხელ შეგიძლია მოიგო, ანუ ჯამში 16 000₾-მდე. პრიზის ჩარიცხვის შემდეგ მიიღებ SMS შეტყობინებას.

რატომ თიბისი?

  • განსაკუთრებული კურსი: გაანაღდე გზავნილი განსაკუთრებული კურსით მობაილბანკში.

  • 24/7: გაანაღდე ნებისმიერ დროს, მარტივად და სწრაფად.

  • ნაწილობრივი კონვერტაცია: დააკონვერტირე მხოლოდ იმდენი, რამდენიც გჭირდება, დანარჩენი კი მიღებულ ვალუტაში დაიტოვე.

კამპანიის პირობები

  • კამპანია მიმდინარეობს 2026 წლის 12 ოქტომბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით.

  • კამპანიაში მონაწილეობენ საქართველოს მოქალაქე, სრულწლოვანი ფიზიკური პირები.

  • კამპანიაში მონაწილეობს თიბისიში მოქმედი გზავნილების ყველა სისტემა. სრული ჩამონათვალი: https://tbcbank.ge/ka/other-products/money-transfers

  • გზავნილის მინიმალური მოცულობა: 300 ერთეული (ლარი, აშშ დოლარი, ევრო).

  • გზავნილი გამოგზავნილი უნდა იყოს საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარე ქვეყნიდან.

  • გამარჯვებული ვლინდება განაღდებული გზავნილების რაოდენობის მიხედვით. თუ ორ ან მეტ მონაწილეს თანაბარი შედეგი აქვს, გამარჯვებულად გამოცხადდება მონაწილე, რომლის განაღდებული გზავნილების ჯამური მოცულობა უფრო მაღალია.

  • ერთი და იგივე მონაწილე შეიძლება გახდეს კვირის, თვისა და სუპერ პრიზის გამარჯვებული, თუმცა თითოეულ საპრიზო კატეგორიაში მხოლოდ ერთხელ. თუ უკვე გამარჯვებული მონაწილე იმავე კატეგორიაში კვლავ პირველ ადგილს დაიკავებს, პრიზი რეიტინგში მომდევნო მონაწილეს გადაეცემა.

  • პრიზი გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე სრულად აკმაყოფილებს წინამდებარე პირობებით გათვალისწინებულ ყველა კრიტერიუმს.

  • პრიზი გაიცემა მხოლოდ გამარჯვებულის ერთგულ ყულაბაში ჩარიცხვის გზით.

  • პრიზის ჩარიცხვის შემდეგ გამარჯვებული მიიღებს SMS შეტყობინებას თიბისი ბანკში დაფიქსირებულ საკონტაქტო მობილურის ნომერზე.

  • ბანკი იტოვებს უფლებას, გამარჯვებულად არ გამოაცხადოს საეჭვო ტრანზაქციების განმახორციელებელი პირი.

  • კამპანიაში მონაწილეობით მონაწილე ადასტურებს, რომ ბანკი უფლებამოსილია, დაამუშაოს მისი პერსონალური მონაცემები კამპანიის ჩატარების, გამარჯვებულის იდენტიფიკაციის, პრიზის გადაცემისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზნებისთვის. ბანკი უფლებამოსილია, კამპანიის შედეგების გამოცხადების მიზნით ოფიციალურად გაასაჯაროოს გამარჯვებულის არასრული მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, კერძოდ, სახელისა და გვარის ინიციალები და ქვეყანა.