<link rel="stylesheet" href="/assets/tbcx/css/tbcx-font-faces.css" media="print" data-beasties-media="all"><noscript><link rel="stylesheet" href="/assets/tbcx/css/tbcx-font-faces.css">
globe-outlined
EN
chevron-down-outlined
მუქი თემა

100% ქეშბექი ახალი სახელფასო მომხმარებლებისთვის

school form 1

თუ მშობელი გახდება თიბისის ახალი სახელფასო მომხმარებელი ანუ ხელფასის აღებას დაიწყებს თიბისიში, მისი შვილის მოსწავლის ბარათზე იმოქმედებს სასკოლო ფორმის 100%-იანი ქეშბექი, მაქსიმუმ 100 ლარის ოდენობით. შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა მშობელი გახდეს ახალი სახელფასო მომხმარებელი და გადახდა შეასრულოს თავისი შვილის მოსწავლის ბარათით თიბისის ტერმინალზე, ვებგვერდზე შეძენისას კი თიბისის ელექტრონული გადახდის არხით.

ვინ ითვლება ახალ სახელფასო მომხმარებლად?

მომხმარებელი, რომელიც:

  • კამპანიის დაწყებამდე 6 თვის მანძილზე არ იღებდა ხელფასს თიბისიში

  • კამპანიის დაწყებიდან 2026 წლის დეკემბრის ბოლომდე დაიწყებს ხელფასის ჩარიცხვას თიბისის ანგარიშზე.

თუ მოსწავლის ბარათით ფორმა შეძენილი იქნება ხელფასის პირველ ჩარიცხვამდე და მომხმარებელი მიიღებს სტანდარტულ ქეშბექს, ახალი სახელფასო სტატუსის დადასტურების შემდეგ დამატებით ჩაერიცხება ქეშბექის დარჩენილი თანხა, მაქსიმალური ლიმიტის გათვალისწინებით. პირობები:

  • ხელფასის ჩარიცხვის და შემდეგ მოსწავლის ბარათით გადახდის შემთხვევაში, ქეშბექის თანხა აისახება მოსწავლის ბარათის ანგარიშზე გადახდის შესრულებიდან მაქსიმუმ 5 სამუშაო დღის ვადაში;

  • მოსწავლის ბარათით გადახდის და შემდეგ ხელფასის ჩარიცხვის შემთხვევაში, ქეშბექის თანხა აისახება მოსწავლის ბარათის ანგარიშზე, ხელფასის ჩარიცხვიდან მაქსიმუმ 5 სამუშაო დღის ვადაში;

  • შეთავაზება მოქმედებს 2 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით

Როგორ გავხდე თიბისის სახელფასო კლიენტი?

  • გაუზიარე შენი თიბისი ბარათის ანგარიშის რეკვიზიტები შენს დამსაქმებელს, რათა ხელფასი მითითებულ ბარათზე ჩაგერიცხოთ;

  • ანგარიშის რეკვიზიტები შეგიძლიათ მობაილბანკში ნახოთ;

  • თუ ჯერ არ გაქვთ თიბისი ბარათი, გაიაქტიურეთ თიბისი ბარათი რამდენიმე წუთში მობაილბანკიდან;

  • თუ თიბისის მობაილბანკში არ ხართ რეგისტრირებულები, გადმოწერეთ აპლიკაცია App Store ან Google Play Store-იდან და გახდით თიბისის კლიენტი პირდაპირ მობაილბანკიდან - ფილიალში მისვლის გარეშე.

Media-5

გამოცადე ახალი მობაილბანკი

დაასკანერე QR კოდი