ბარათის უსაფრთხოების სერვისი
დამატებითი პირობები:
ბარათის უსაფრთხოების სერვისი ვრცელდება ყველა ტიპის საკრედიტო და სადებეტო ბარათებზე, როგორც ახალ, ისე არსებულ ბარათებზე (გარდა ბიზნეს ბარათებისა). ერთ ბარათზე ვრცელდება მხოლოდ ერთი ბარათის უსაფრთხოების სერვისი; ბარათის უსაფრთხოების სერვისის ვადა განისაზღვრება ბარათის ვადის შესაბამისად (მაქსიმუმ 4 წელი); თითო ბარათზე ბანკის მხრიდან ანაზღაურებას ექვემდებარება წელიწადში ერთი შემთხვევა, ბარათის უსაფრთხოების სერვისის ლიმიტის ფარგლებში; მომსახურება ერთჯერადი გამოყენებისაა და მისი მოქმედება ავტომატურად წყდება მესამე პირ(ებ)ის მიერ ბარათის არალეგალური/თაღლითური გამოყენების პირველივე შემთხვევის დადგომისას, ასევე ნებისმიერი მიზეზით ბარათის მოქმედების შეწყვეტისას; ბარათის უსაფრთხოების სერვისის მოქმედება ასევე წყდება იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ბარათის მფლობელის მხრიდან არაკეთილსინდიერი/თაღლითური ქმედებები ან განზრახ ბრალეულობის ფაქტი; ბარათის ვადაზე ადრე გაუქმების, დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, უქმდება ბარათთან დაკავშირებული ბარათის უსაფრთხოების სერვისი; არალეგალური/თაღლითური და/ან ხარვეზიანი ტრანზაქციის გასაჩივრებაზე, სასურველია ბარათის მფლობელმა ბანკს მიმართოს ტრანზაქციის აღმოჩენისთანავე, თუმცა არაუმეტეს ტრანზაქციის შესრულებიდან 60 კალენდარული დღისა; ბარათის უსაფრთხოების სერვისის პირობები ასევე გაწერილია ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულებაში ;
1 გადასახდელი საკომისიოს ოდენობა დამოკიდებულია ბარათის უსაფრთოების სერვისის პროდუქტზე. საფასურის გადახდა ხდება სერვისის შეძენისას და შემდგომ წელიწადში ერთხელ. 2 თიბისი ბარათის შესახებ დეტალები იხილეთ ბმულზე . 3 ძველი ნაკრების მომხარებლებისთვის: სტანდარტი - შედის ნაკრები 5-ის საფასურში პრემიუმი - შედის ნაკრებ 10-ის საფასურში პრემიუმ+ - შედის მხოლოდ კონცეპტ ნაკრებში.