თიბისი ბარათი

გადაიხადე ბარათით საზოგადოებრივ ტრანსპორტში

თბილისის, ქუთაისის, გორის, ფოთის, თელავის, ბაკურიანის, ბორჯომის, ბათუმის, რუსთავის, ზუგდიდის, მცხეთის, დმანისის, ბაღდათის, ახალციხის, დედოფლისწყაროს, სიღნაღის და ლაგოდეხის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია თიბისის ნებისმიერი ბარათით. მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია, როგორც ფიზიკური ბარათით ასევე ციფრული საფულის მეშვეობით. მუნიციპალურ ტრანსპორტში დღის განმავლობაში შესაძლებელია მხოლოდ 20 გადახდის შესრულება. ბარათი 20 გადახდის შესრულების შემდეგ სატრანსპორტო სისტემაში 24 საათით იბლოკება.

ქუთაისში, გორში, ფოთში, თელავში, ბაკურიანში, ბორჯომში, მცხეთაში, დმანისში, ბაღდათში, ახალციხეში, დედოფლისწყაროში, სიღნაღში და ლაგოდეხში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია ასევე ქალაქის სატრანსპორტო ბარათით.

ქალაქის სატრანსპორტო ბარათის აღება შესაძლებელია გორის, ქუთაისის, ფოთის, თელავის, ბორჯომის, მცხეთის, დმანისის, ბაღდათის, ახალციხის, დედოფლისწყაროს, სიღნაღის და ლაგოდეხის თიბისის ფილიალებში.

სატრანსპორტო ბარათის ღირებულება შეადგენს 2 ლარს და მისი შევსება შესაძლებელია თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით, რომლებსაც აქვთ ბარათის წამკითხველები.

ტრანსპორტში თიბისის საბანკო ბარათით გადახდა ხორციელდება Offline რეჟიმში, რა დროსაც ბარათზე ნაშთის შემოწმება არ ხდება, შესაბამისად შესაძლებელია ბარათი გადახდის დროს გავიდეს მინუსში.

info-circle-outlined