გამოფენები

ნათელა გრიგალაშვილი - ‘’საით მიფრინავ ღრუბელო?’’ ფერეიდნული კვალი: ოთხი საუკუნის შემდეგ
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ნათელა გრიგალაშვილის პერსონალურ გამოფენას „საით მიფრინავ, ღრუბელო?“ ფერეიდნული კვალი: ოთხი საუკუნის შემდეგ. „საით მიფრინავ, ღრუბელო? ვინ იცის, იქნებ საქართველოს მთებს გადაუფრინო?!...“

თბილისი - ლანდშაფტის აღმოცენება
გამოფენა „თბილისი — ლანდშაფტის აღმოცენება“ ქალაქის გეოლოგიის სიღრმისეულ და კრიტიკულ რეპრეზენტაციას სამგანზომილებიანი ხელნაკეთი მოდელების საშუალებით ახდენს.

დავით მესხი / ტონი ჯასთი - ჩვენ მაძიებლები ვართ
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოადგენს დავით მესხისა და ტონი ჯასთის ერთობლივ გამოფენას „ჩვენ მაძიებლები ვართ“. გამოფენის კურატორია გალერეა „ელ ცე კვაისარ“.
ლადო ალექსი-მესხიშვილი - არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე
20 სექტემბერს, თიბისის ორგანიზებით, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურმა სივრცემ, მარჯანიშვილის 7-ში, უმასპინძლა გამოფენას: ლადო ალექსი-მესხიშვილი, არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე.

რუსუდან ხიზანიშვილი - ‘’პერსონალური იკონოგრაფია’’
„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ იყოფოდა ორ ნაწილად: პირველ სართულზე წარმოდგენილი იყო გრაფიკული ნამუშევრები, ხოლო მეორე სართულის საგამოფენო სივრცეში 6 ფერწერული ტილო იყო გამოფენილი.

სიზმარს ვხედავდი
თიბისი კონცეპტის სივრცემ, „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ფარგლებში უმასპინძლა ფოტოგრაფ დარო სულაკაურის გამოფენას „სიზმარს ვხედავდი."
An Atlas of Commoning: კოლექტიური წარმოების ადგილები
გამოფენა და პუბლიკაცია სახელწოდებით Atlas of Commoning მიზნად ისახავს დაიბრუნოს და ხელახლა განმარტოს "ჩვენ"-ის, როგორც ცნების ღია და განმათავისუფლებელი სივრცე.

ჩუბიკა - What would it mean to leave tip toe dancing? ან იქნებ და(ვ)რჩე პეპლად ომში?
გამოფენას დაეთმო გალერეის ორი სართული. ორივე სართულის ექსპოზიცია მძაფრად იყო ერთმანეთისგან განსხვავებული, თუმცა მიუხედავად კონტრასტისა, ქმნიდა ერთ მთლიანობას და დამთვალიერებელს მხატვრის სამყაროში მოგზაურობას სთავაზობდა.

კოკა რამიშვილი - პლატფორმა მოვლენისთვის
კოკა რამიშვილი უახლესი ქართული მხატვრობის ისტორიის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა. მისი შემოქმედება პოსტ-საბჭოთა პერიოდის ურთულესი ძვრების ფონზე განვითარდა და თავიდანვე გამოირჩეოდა რეფლექსიურობით

ქეთი კაპანაძე - საწამლავი წყვილისთვის
ქეთი კაპანაძის გამოფენა “საწამლავი წყვილისთვის” სათაური ეფუძნება ხელოვანის მიერ 1990 წელს შექმნილ ამავე სახელწოდების შავ-თეთრ ფოტოს, რომელზეც ორი ძველებური სუნამოს ბოთლია გამოსახული და აერთიანებს მისი შემოქმედების ადრეული პერიოდის რამდენიმე სერიას
ვერა ფაღავა - მდუმარე ქალაქები
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო AC/VP კოლექცია და, ასევე, ნამუშევრები საჯარო და კერძო კოლექციებიდან. ამ ნამუშევართაგან დამთვალიერებელმა იხილა, ფერწერული ტილოები, რომლებიც ერთ დროს გალერეა „დარიალში“ იყო გამოფენილი.

ფიქრის ტრაექტორია
ფიქრის ტრაექტორია თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების მულტიმედიური გამოფენა იყო, რომელიც სხვადასხვა დროით შრეზე დაწყებულ საავტორო ძიებებს წარადგენდა.

