Cards

chevron-right-outlined
globe-outlined
EN
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

გარე თვალით დამკვირვებელი

sandro sulaberidze main

სანდრო სულაბერიძე 10.05 - 25.05.2022

დაკვირვება ინტერაქციაა. ადამიანის სუპერძალა მილიონობით თვალია, რომელიც დედამიწის ზურგზე და მის ფარგლებს გარეთაა გაბნეული. გარე დამკვირვებლების მნიშვნელობა გადაუჭარბებლად დიდია ჯეიმს  ვების კოსმოსური ტელესკოპიდან - სტიკერით დაფარული პერსონალური კომპიუტერის ვიდეოთვალამდე. ფარული კადრები და მიზანმიმართულად მანიპულირებული სურათები დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე. ეს ტექნოლოგიები რომლებიც დღეს უკვე ყოველდღიუირობაა, ხან ძალიან საშიში და ხანაც საინტერესო და სასიამოვნოა. რეკრეაციულ პარკში დამონტაჟებული ასეულობით კამერა დაცულობის და დაუცველობის შეგრძნებას ერთდოულად გვიტოვებს. გარე თვალით დამკვირვებელი - სანდრო სულაბერიძის ოპტიკური ექსპერიმენტების შედეგების კრებითი გამოფენაა. ხელნაკეთი კამერები და მათ მიერ გადაღებული ფოტოები ინფორმაციული ტექნოლოგიების დეკონსტრუქციას წარმოადგენს. სანდრო სულაბერიძე 1991 წელს დაბადებული მედია ხელოვანი და ფოტოგრაფია, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. მისი ნამუშევრები ძირითადად სინათლის მნიშვნელობაზე, აღქმაზე და ინფორმაციის დინებაზეა. თავისი შემოქმედებით ის იკვლევს სინათლეს -როგორც ინფორმაციის, ენერგიის ყველაზე მნიშვნელოვან მატარებელს და აინტერესებს როგორ განსაზღვრავს ეს ყველაფერი ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებას. როგორ არის აგებული ვირტუალური რეალობა და როგორ გვცვლის აღქმა.

სანდრო აქტიურად მონააწილეობს სახელოვნებო ინიციატივებში საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. მისი ბოლო რამდენიმე გამოფენაა:

Tete-a-Tete-დროებითი სტუდია მოლში, წინამძღვრიშვილის 44/46, თბილისი 2022

Chewing Fat - kristina kite gallery, ლოს ანჟელესი, აშშ  2021

Supermarket 2021, სტოკჰოლმი, შვედეთი 2021

სანდრო არის სახელოვნებო ინიციატივა ობსკურას წევრი 2015 წლიდან.