globe-outlined
EN
chevron-down-outlined
მუქი თემა

დავით კაკაბაძე - შემოქმედი

the creator banner

8 მაისს, თიბისი გალერეაში, თიბისისა და დავით კაკაბაძის ფონდის ორგანიზებით, ქართველი მხატვრის, მეცნიერის, გამომგონებლისა და ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის - დავით კაკაბაძის გამოფენა გაიხსნა, რომლითაც მხატვრის 130 წლის იუბილეს აღსანიშნავი რამდენიმე ეტაპიანი, მასშტაბური პროექტი დაიწყო.

დავით კაკაბაძის ფონდის მიერ წარმოდგენილი ოჯახის არქივი მოიცავს სხვადასხვა მასალას: მათ შორის ჩანახატებს, დოკუმენტებს, ჩანაწერებს და ესკიზებს. კაკაბაძის არქივის კვლევაზე დაყრდნობით, გამოფენის მიზანი ისტორიის მეთოდოლოგიურად გაშუქება იყო. ამავე კვლევების უშუალო გაგრძელება კი მემკვიდრეობის მულტიმედია ხელოვნებასთან დაკავშირება და ხელოვნებაში ახალი ფორმებისა და იდეების გაჩენა იყო. კოლექციის მრავალფეროვნება დავით კაკაბაძეს წარმოაჩენს როგორც მკვლევარს, მეცნიერსა და ეროვნული იდენტობის მატარებელ ფიგურას.

დავით კაკაბაძე საქართველოში და საფრანგეთში არაერთი სახელოვნებო და სამეცნიერო პროექტის ინიციატორი იყო. მუშაობდა ელექტროტექნიკურ ექსპერიმენტებზე, სტერეოკინო-აპარატის შექმნასა და კინოს გამომსახველობითი საშუალებების დახვეწაზე. ელექტრონულ ნათებასა და სინათლის სხივს კი ამ ექსპერიმენტებში წამყვანი ადგილი ეკავა. მან პირველმა დაიწყო ხელოვნებისა და წარმოების სინთეზის შესახებ საუბარი და ამ კონტექსტში აბსტრაქტული ტილოები, კოლაჟები და სტანილის სამგანზომილებიანი (3D) ლაითარტი შექმნა.

დავით კაკაბაძე დაინტერესებული იყო შუა საუკუნეების ქართული ხელოვნებით, ეთნოგრაფიით, რენესანსით, ჩინური და იაპონური ხელოვნებით, კუბიზმით, ფუტურიზმითა და სხვა მიმდინარეობებით. მისი მსოფლმხედველობა ტრადიციასა და ახალ ინფორმაციას ერთ კონტექსტში უყრიდა თავს. მის ხელოვნებაში წარმოდგენილია როგორც აღმოსავლური, ისე დასავლური ღირებულებები, რაც ქართული იდენტობის გათვალისწინებით, მის შემოქმედებას უნიკალურს ხდის.

პროექტის პარტნიორები:

Georgian National Museum / საქართველოს ეროვნული მუზეუმი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, Rustaveli Theatre - რუსთაველის თეატრი, დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეა, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი.

პროექტის ავტორები: ნინა ახვლედიანი და მარიამ კაკაბაძე;

სტრატეგიული ხელმძღვანელი: დათო კოროშინაძე