ჯონ რაფმანი; ბოგოსი სეხუხუნი; ანა კე და ფლორიან მაისენბერგი; ნიკოლოზ კაპანაძე; Total Refusal Collective; ნიმა ბარეჰმანდი; რამინ როშანდელი; თამარ გურგენიძე; თამო ჯუღელი; ქეუ მეფარიშვილი; თეზი გაბუნია
28.10 - 28.12.2021
თიბისი კონცეპტის სივრცემ, უმასპინძლა გამოფენას- „ციფრული მკვიდრები“, რომელმაც თანამედროვე ხელოვანების საერთაშორისო ჯგუფი გააერთიანა. რესტროსპექტიულმა გამოფენამ შეისწავლა ციფრული ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის გავლენა ნამუშევრის შექმნაზე, გავრცელებასა და აღქმაზე. ხელოვანები, ინფორმაციული ტექნოლოგიების, სოციალური მედიის, იმერსიული თამაშების, აუგმენტური რეალობისა და ხელოვნური ინტელექტის მზარდ განვითარებას დააკვირდნენ. ისინი ახალი ტექნოლოგიებით სამყაროს შემეცნების გამოცდილებაზე რეაგირებდნენ.
გამოფენის სათაური მომდინარეობს პოეტისა და ინტერნეტ-აქტივისტის, ჯონ პერი ბარლოუს მეტაფორიდან, რომელსაც ის თავის ესსეში ,“კიბერსივრცის დამოუკიდებლობის დეკლარაცია”, ახსენებს. მოგვიანებით ეს ტერმინი მწერალმა მარკ პრენსკიმ დააკანონა. ციფრული მკვიდრი მოიაზრებს ადამიანს, რომელიც ინფორმაციის ხანაში დაიბადა და ინტერნეტთან და ციფრულ ტექნოლოგიებთან თანაცხოვრება ადრეული ასაკიდან უწევდა. ამ ცნების საპირისპირო ტერმინია ციფრული ემიგრანტები — თაობა, რომელსაც მოუწია ინფორმაციის ხანით გამოწვეულ სწრაფ ცვლილებებთან ადაპტირება.
გამოფენაში მონაწილეობენ ხელოვანები:
ჯონ რაფმანი (კანადა) / ბოგოსი სეხუხუნი (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) / ანა კე (საქართველო) და ფლორიან მაისენბერგი (გერმანია) / ნიკოლოზ კაპანაძე (საქართველო) / Total Refusal Collective (ავსტრია) / ნიმა ბარეჰმანდი (ირანი) / რამინ როშანდელი (ირანი) / თამარ გურგენიძე (საქართველო) / თამო ჯუღელი (საქართველო) / ქეუ მეფარიშვილი (საქართველო) / თეზი გაბუნია (საქართველო).
კურატორი: ნინა კინწურაშვილი
ტექნიკური მხარდაჭერა: მიხეილ ბერიანიძე