Cards

chevron-right-outlined
globe-outlined
EN
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

„მიუხედავად ყველაფრისა, უთხარი „დიახ“ ცხოვრებას!“

guram shavdia main

გურამ შავდია

15.06 - 15.07.2022

გამოფენის დასახელება ვიქტორ ფრანკლის - ცნობილი ავსტრიელი ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, ფილოსოფოსისა და ნევროლოგის, ლოგოთერაპიის მეთოდის ავტორის ერთ-ერთი წიგნის სათაურია. მეორე მსოფლიო ომის დროს, ნაცისტური გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებში მოხვედრილი მეცნიერი აგრძელებდა ფსიქოთერაპევტის პრაქტიკას და ეხმარებოდა ტყვეებს პიროვნული უნიკალური მნიშვნელობის ძიებასა და აღმოჩენაში. ამ მეთოდით მან უამრავი ადამიანი იხსნა დეპრესიისაგან და გადაარჩინა. ომის თემა გურამ შავდიას მხატვრობაში 2008 წლიდან ჩნდება. რუსეთ-საქართველოს ომის თემაზე მან არაერთი ტილო, გრაფიკული ნამუშევარი და კოლაჟი შექმნა. დღევანდელი უსასტიკესი ომი რამდენიმე ახალი ნამუშევრის შექმნის ინსპირაცია გახდა. მაგრამ, გურამ შავდიას ეს გამოფენა ომზე არ არის. გამოფენა მშვიდობაზეა და ცხოვრების გაგრძელების და გადარჩენის იდეას ეძღვნება. 2007-2014 წლებში გურამ შავდია გერმანიაში, დიუსელდორფის ხელოვნების აკადემიაში სწავლობდა, ცნობილი მხატვრების, - მარკუს ლუპერცისა და ანდრეას შულცეს კლასში. სწავლის პერიოდში და შემდგომ წლებში ის აქტიურად იფინებოდა გერმანიასა და სხვა ქვეყნებში. სამი პერსონალური და მრავალი ჯგუფური გამოფენა ჰქონდა. 2020 წელს საქართველოში დაბრუნების შემდეგ გურამ შავდიამ რამდენიმე პროექტში მიიღო მონაწილეობა: 2022 - “შინ მეგობრებთან“, კურატორი Mental Space, CCA, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი-„თბილისი“, თბილისი 2022 - “ნიშნების მთა“, ნატალია ჰაგის გალერეა, იზრაელ ატენთან და ამადეუს ცერტასთან ერთად, კიოლნი, გერმანია 2020 - “იცნობდე შენს მეზობელს”, Oxygen 2020, კურატორი ირენა პოპიაშვილი, სასტუმრო სტამბა, თბილისი. 2014 წელს გურამ შავდია მონაწილეობდა ახალგაზრდა მხატვრების საერთაშორისო ბიენალეში “New Talents 2014“, კურატორი იოხენ ჰოიფელდერი, კიოლნი, გერმანია. 2013 - თიბისი ბანკისა და გერმანიის საინვესტიციო-დეველოპერული კომპანიის (DEG) ერთობლივი პროექტი TOUCH GEORGIA, კიოლნში, სადაც გურამ შავდია ცნობილ და ახალგაზრდა ხელოვანებთან ერთად გამოიფინა. დღევანდელი გამოფენა გურამ შავდიას პირველი სოლო გამოფენაა საქართველოში. გამოფენაზე წარმოდგენილია 2008-2022 წლებში შექმნილი ნამუშევრები. გამოფენის კურატორია ქეთევან კორძახია.