globe-outlined
EN
chevron-down-outlined
მუქი თემა

პეტრე ოცხელი - მუდმივად თანამედროვე

petre otskheli banner

პეტრე ოცხელის ხელოვნება იზიარებს მის თანადროულ იდეებს კონსტრუქტივიზმის ზოგადი ფორმაციის შესახებ. ამასთან, მისი მხატვრული ფორმა სრულიად სხვა მიმართულებასაც ავითარებს. კონსტრუქტივიზმის პოლიტიკურ გამოწვევებთან ერთად, ოცხელი ფორმას მითოსურ და კოსმოლოგიურ ნარატივებზე აგებს. სწორედ ამიტომ, მისი პერსონაჟები ყოველთვის სიმბოლური სიმტკიცით და ძლიერი მგრძნობელობით გამოირჩევიან.

დღეს, კონსტრუქტივიზმი ისტორიული ღირებულებაა, რომლის დიდი ნაწილიც, კვლავ მე-20 საუკუნის ავანგარდული უტოპიის ნაწილად რჩება. მიუხედავად ამისა, მასში არსებული ცალკეული აქცენტები ხელახლა ცოცხლდება თანამედროვე კვლევებსა და აუდიტორიებში. ამ მხრივ, ოცხელის შემოქმედება საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს.

პეტრე ოცხელის შემოქმედებას სხვადასხვა დროს არაერთი გამოფენა მიეძღვნა. ბოლო ათწლეულში დაიბეჭდა მისი ნამუშევრების კატალოგები, გამოქვეყნდა საინტერესო პუბლიკაციები და სამეცნიერო ნაშრომები. 2016 წელს მსოფლიოში სახელგანთქმული ამერიკული კორპორაციის - გუგლის (Google) კულტურის ინსტიტუტის ვებგვერდზე განთავსდა.

პეტრე ოცხელი საქართველოდან პირველია, რომელსაც მსოფლიოში უდიდესი კულტურის ინსტიტუტის საგამოფენო ვირტუალური სივრცე დაეთმო.