პროექტი 12, ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის, პეტრე ოცხელის 110 წლის იუბილეს ეძღვნებოდა და იუბილეს ფარგლებში განხორციელებული მრავალეტაპიანი პროექტის დასკვნითი ნაწილი იყო.
ციფრული ხელოვნება, ნეონი, ვიდეო არტი, ანიმაცია, 3D ხელოვნება და სკულპტურული ინსტალაცია – ეს ის სახელოვნებო მიმართულებებია, რომლებშიც პეტრე ოცხელის ნამუშევრები გაცოცხლდა და ახალი ფორმით წარმოჩინდა. შესაბამისად, ახალი შინაარსი და კონტექსტიც შეიძინა.
პროექტის მთავარი მიზანი იყო ქართულ ავანგარდში, ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი პრაქტიკის მქონე ხელოვანის, პეტრე ოცხელის, მემკვიდრეობაზე დაყრდნობით იდეისა და ფორმის განახლება.
პროექტი ემსახურებოდა არსებული ფორმების გაცოცხლებას, მის ხელოვანებს შორის პოპულარიზაციასა და პეტრე ოცხელის, როგორც აწმყოსა და წარსულის ძლიერი მაკავშირებლის, ფოკუსში მოქცევას.
ახალი თაობის არტისტები შეეცადნენ არსებულ მასალებზე დაყრდნობით შეექმნათ ახალი ნამუშევრები. პროექტისთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებენ შემდეგი კითხვები:
- როგორ შეიძლება მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ჩვენს დროში შეიქმნას ფორმა?
- როგორ განვაახლოთ კავშირი წარსულთან?
- როგორ მიესადაგება ავანგარდის ისტორია თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებს?
ყველა ხელოვანმა, არსებულ კითხვებთან დაკავშირებით, წარმოადგინა საკუთარი ვერსია. ისინი ასახავდნენ მედიუმის და ისტორიის, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და კულტურული ღირებულებების კავშირებს.
პროექტის პრეზენტაცია გაიმართა: გალაკტიონ ტაბიძის #1-ში, თავისუფლების მოედანი.
მუსიკა: გაჩა ბაქრაძე; Zurkin
პროექტის კურატორები: ნინა ახვლედიანი და ნინა პატარიძე
კონცეფცია: დავით კოროშინაძე
მონაწილე არტისტები:
თემო მაჭავარიანი
მარიამ საშა
ნიკოლოზ კაპანაძე
გაჩა ბაქრაძე
თორნიკე ქარჩხაძე
გიორგი მიქიაშვილი
ქეთევან საქარელი
გიგი შუკაკიძე (Wunderwerk Architecture)
ქეუ მეფარიშვილი
სალომე დუმბაძე
შალვა ცხოვრებაძე
გურამ ქვარცხალაია
პროექტში ჩართულობისთვის მადლობას ვუხდით "რედიქს ჯგუფს", ჟურნალ "ინდიგოს", Hammock-ს და ხელოვნების სასახლეს (საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი).