5 თებერვალს, თიბისი გალერეაში გაიმართა გამოფენა „თბილისი მაგნუმ ფოტოს წიგნებში“ და წიგნი „Martin Parr Tbilisi’’-ის პრეზენტაცია.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო „მაგნუმ ფოტოს“ წევრი ფოტოგრაფების: რობერტ კაპას, ანრი კარტიე-ბრესონის, კარლ დე კაიზერის, გიორგი პინხასოვის, ინგ მორატის, იონას ბენდიკსენის, პაოლო პელეგრინის, ტომას დვორჟაკის და მარტინ პარის მიერ თბილისში გადაღებული 35-მდე ფოტო.
წიგნი „Martin Parr Tbilisi“ მარტინ პარის თბილისში მოგზაურობისას გადაღებულ ფოტოებს და აკა მორჩილაძის ტექსტს აერთიანებს.
პროექტი თბილის მერიის მიერ, თიბისის მხარდაჭერით განხორციელდა, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის ფარგლებში. ღონისძიების პარტნიორები იყვნენ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
პროექტის დირექტორი: ეკა ენუქიძე
გამოფენის კურატორი: ნინა ახვლედიანი