whiteboard-outlined
შეხვედრების რაოდენობა
9 ლექცია
calendar-outlined
საათების რაოდენობა
18 საათი
laptop-outlined
ლექციების ფორმატი
Google Meets
კურსის ფარგლებში ისწავლი კონტენტისა და სტრატეგიის შექმნას, მისი აღსრულების მეთოდებსა და კომუნიკაციის წარმატების შეფასებას. ასევე, გაიგებ როგორ გამოიყენო შესაბამისი ინსტრუმენტები და არხები ეფექტურად
რა არის კურსის მიზანი?
დღევანდელ დროში მედიის მასშტაბი იძლევა საშუალებას ნებისმიერი ამბავი ინფორმაციად იქცეს და უსწრაფესად გავრცელდეს. ამ კონტექსტში კომუნიკაციის მიზანი აუდიტორიის ყურადღების მიპყრობა და ემოციის გამოწვევაა, რადგან ის, რაც ადამიანებისთვის უკვე ნაცნობია, აღარ იწვევს მათ აღტაცებას.
კურსის ფარგლებში დავსვამთ მთავარ კითხვებს - რა გამოწვევები აქვთ ადამიანებსა და ბრენდებს ინფორმაციის მას-წარმოების ეპოქაში?!, რატომ ჰქვია კონტენტი ყველაფერ იმას, რასაც ვქმნით და ვაზიარებთ?!, რატომ არის სტრატეგია, თანმიმდევრულობა და იმპროვიზაცია თანაბრად მნიშვნელოვანი?!, რატომ უნდა შევქმნათ ღირებული და არა ეფემერული ამბები?!.
ვისთვისაა კურსი?
თუ ხარ ახალგაზრდა და გაინტერესებს როგორ იქმნება ბრენდის სტრატეგია და კონტენტი მაშინ ეს კურსი შენთვისაა.
რა გეცოდინება კურსის გავლის შემდეგ?
ლექციების შედეგად, შეისწავლი, რა საფუძველი სჭირდება კონტენტის სტრატეგიას და როგორ ვაცოცხლებთ მას - სად ვეძებთ შთაგონებას, რა ინსტრუმენტები გვჭირდება კონტენტის შექმნის ეტაპზე და როგორ ვზომავთ კომუნიკაციის წარმატებას.
რა ეტაპები უნდა გავიარო კურსზე მოსახვედრად?
chevron-down-outlinedშენთვის სასურველ კურსზე მოსახვედრად, ორი ეტაპის დავალება უნდა გაიარო.
შეავსე სარეგისტრაციო ფორმა, სადაც პირველი ეტაპის დავალება დაგხვდება.
პირველი ეტაპის დავალების წარმატებით შესრულების შემთხვევაში, სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელფოსტაზე, მეორე ეტაპის დავალებას მიიღებ.
შერჩევის დროს გავითვალისწინებთ რეგისტრაციის რიგითობას.
ყველა პუნქტის სწორად შესრულების შემდეგ, კამპუსის მონაწილე გახდები.
ვინ არის სარეკლამო კონტენტის სპეციალისტი?
chevron-down-outlinedის ვინც ქმნის და მართავს მიმზიდველ სარეკლამო კონტენტს (იდეიდან შესრულებამდე – ტექსტი, ვიზუალი, ვიდეო) სხვადასხვა პლატფორმისთვის, აუდიტორიის ქცევისა და მარკეტინგული სტრატეგიის გათვალისწინებით.
რა არის სარეკლამო კონტენტი?
chevron-down-outlinedსხვადასხვა ფორმატის (ტექსტური, ვიზუალური, ვიდეო) მასალა, რომელიც იქმნება მარკეტინგული მიზნებით, ვრცელდება სხვადასხვა პლატფორმაზე ბრენდისა და ბიზნესის მიზნების მისაღწევად. კურსი მოიცავს კონტენტ სტრატეგიას, იდეების გენერირებას, ტექსტების წერას, ვიზუალური მასალის შექმნას (მათ შორის მარტივი ვიდეო მონტაჟს) და პლატფორმებისთვის ადაპტირებას.