კურსის ფარგლებში შეისწავლი მონაცემთა ანალიზის საფუძვლებს Microsoft Excel-ისა და Power BI-ის გამოყენებით. სწორი კითხვებითა და ინტერპრეტაციის ხერხებით გაიგებ, როგორ დაამუშაო მონაცემები და გამოსახო ისინი ვიზუალურად.
რა არის კურსის მიზანი?
კურსის მიზანია მოგცეს საფუძვლიანი და ფუნდამენტური ცოდნა იმ ინსტრუმენტებისა და ტექნიკის შესახებ, რომელიც დაგეხმარება მონაცემების ეფექტურ ანალიზსა და დამუშავებაში. ისწავლი Excel-ისა და Power BI-ის გამოყენებას, რათა შეძლო მონაცემების შეგროვება, ტრანსფორმაცია, მოდელირება და ვიზუალიზაცია - შედეგად მიიღებ ინფორმირებულ გადაწყვეტილებებს ბიზნესის, ფინანსებისა და სხვა სფეროში.
ვისთვისაა კურსი?
თუ დაინტერესებული ხარ მონაცემთა ანალიტიკით, გიყვარს რიცხვებთან მუშაობა და ფიქრობ ამ სფეროში კარიერის დაწყებაზე, ეს კურსი შენთვისაა.
რა გეცოდინება კურსის გავლის შემდეგ?
კურსის დასრულების შემდეგ შეძლებ მონაცემების ანალიზსა და ვიზუალიზაციას, ბიზნეს ამოცანების გადაწყვეტას Excel-ისა და Power BI-ის გამოყენებით და შედეგების მკაფიოდ და ეფექტურად წარმოდგენას
ცოტნე მიგრაული
— მონაცემთა ანალიზის ტრენერი
— ლექტორი
— კომპანია Softchef-ის დამფუძნებელი
სანდრო ბარსონიძე
— Crocobet-ის მონაცემთა მეცნიერი
— ლექტორი
— ფინანსური ანალიტიკოსი
ვახტანგ ქელბაქიანი
— ფინანსური პროფესიონალი
— CFA Charterholder
— ლექტორი
რა ეტაპები უნდა გავიარო კურსზე მოსახვედრად?
chevron-down-outlinedშენთვის სასურველ კურსზე მოსახვედრად, ორი ეტაპის დავალება უნდა გაიარო.
შეავსე სარეგისტრაციო ფორმა, სადაც პირველი ეტაპის დავალება დაგხვდება.
პირველი ეტაპის დავალების წარმატებით შესრულების შემთხვევაში, სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელფოსტაზე, მეორე ეტაპის დავალებას მიიღებ.
შერჩევის დროს გავითვალისწინებთ რეგისტრაციის რიგითობას.
ყველა პუნქტის სწორად შესრულების შემდეგ, კამპუსის მონაწილე გახდები.
ვინ არის მონაცემთა ანალიტიკოსი?
chevron-down-outlinedმონაცემთა ანალიტიკოსი არის ხიდი ბიზნესსა და მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს შორის, რადგან ის აერთიანებს ბიზნესის მიზნებსა და ტექნიკურ შესაძლებლობებს. ანალიტიკოსი იღებს ბიზნესისგან დასმულ კითხვებს, გარდაქმნის მათ ანალიტიკურ ამოცანებად, აგროვებს შესაბამის მონაცემებს და საბოლოოდ გარდაქმნის რთულ ინფორმაციას მარტივად გასაგებ ვიზუალებად და რეკომენდაციებად, რაც გადაწყვეტილების მიმღებებს აძლევს კონკრეტულ მიმართულებას.
რა არის მონაცემთა ანალიზი?
chevron-down-outlinedმონაცემთა ანალიზი არის მონაცემების შემოწმების, გასუფთავების, ტრანსფორმაციისა და მოდელირების პროცესი, რომლის მიზანია სასარგებლო ინფორმაციის აღმოჩენა, დასკვნების ჩამოყალიბება და გადაწყვეტილებების მიღების მხარდაჭერა.