whiteboard-outlined
შეხვედრების რაოდენობა
10 ლექცია
calendar-outlined
საათების რაოდენობა
20 საათი
laptop-outlined
ლექციების ფორმატი
Google Meets
კურსის ფარგლებში ისწავლი როგორ დააყენო ვებგვერდი Google-ში მოწინავე პოზიციაზე და როგორ გააკეთო ნებისმიერი საიტის SEO აუდიტი.
რა არის კურსის მიზანი?
კურსის მიზანია შეგასწავლოს საძიებო სისტემებში მოწინავე პოზიციების დაკავება, ვიზიტორების საძიებო საჭიროებების დაკმაყოფილება და სერვისის ან პროდუქტის გაყიდვა.
ვისთვისაა კურსი?
კურსი შენთვისაა, თუ გაინტერესებს ციფრული მედია, ვებგვერდები და მათი ოპტიმიზაცია საძიებო სისტემებისთვის.
რა გეცოდინება კურსის გავლის შემდეგ?
კურსის გავლის შემდეგ, შენ გეცოდინება ტექნიკური SEO-ს, On-Page და Off-Page SEO-ს საფუძვლები და გექნება საწყისი წარმოდგენა, თუ როგორ შეიძლება SEO სერვისის შეთავაზება.
- check-circle-filled პირველი არხის ციფრული მედიის მენეჯერი
- check-circle-filled SEO სპეციალისტი
რა ეტაპები უნდა გავიარო კურსზე მოსახვედრად?
chevron-down-outlinedშენთვის სასურველ კურსზე მოსახვედრად, ორი ეტაპის დავალება უნდა გაიარო.
შეავსე სარეგისტრაციო ფორმა, სადაც პირველი ეტაპის დავალება დაგხვდება.
პირველი ეტაპის დავალების წარმატებით შესრულების შემთხვევაში, სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელფოსტაზე, მეორე ეტაპის დავალებას მიიღებ.
შერჩევის დროს გავითვალისწინებთ რეგისტრაციის რიგითობას.
ყველა პუნქტის სწორად შესრულების შემდეგ, კამპუსის მონაწილე გახდები.
ვინ არის საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის (SEO) სპეციალისტი?
chevron-down-outlinedSEO სპეციალისტი აუმჯობესებს ვებსაიტების რეიტინგს საძიებო სისტემებში, როგორიცაა Google, Bing და სხვა. მისი მიზანია გაზარდოს ვებსაიტის ხილვადობა და ტრაფიკი, რაც საბოლოოდ იწვევს მეტი გაყიდვებისა და ბრენდის ცნობადობის გაზრდას. სპეციალისტი იყენებს საკვანძო სიტყვებს, შიდა ბმულებს და სხვა ტექნიკას ვებსაიტების ოპტიმიზაციისთვის და ასევე თანამშრომლობს მარკეტინგისა და კრეატიული გუნდების წევრებთან ახალი ინიციატივების განვითარებისთვის.
რა არის საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია - SEO?
chevron-down-outlinedSEO (საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია) ციფრული მარკეტინგის მიმართულებაა, რომლის მიზანიც არის ვებსაიტის ან გვერდის ხილვადობა გაზარდოს საძიებო სისტემებში. ეს ბიზნესს ეხმარება ორგანული აუდიტორიის გაზრდასა და მომხმარებლების ბუნებრივი გზით მოზიდვაში. SEO სპეციალისტები ვებგვერდს აოპტიმიზირებენ საკვანძო სიტყვების გამოყენებით (keyword), რათა ვებგვერდმა ან სოციალურმა გვერდმა დაიკავოს მაღალი პოზიცია გუგლში ან სხვა საძიებო სისტემებში.