EGOI არის გოგოების საერთაშორისო ოლიმპიადა ინფორმატიკაში, რომლის შექმნის მიზეზია, ხელი შეუწყოს გოგოების ინტერესის გაღვივებას კომპიუტერული მეცნიერებების მიმართ და დაეხმაროს მათ წარმატების მიღწევაში
მთავარი მიზნები:
გოგოების წახალისება, რათა უფრო აქტიურად ჩაერთონ STEM სფეროებში.
მომავალი ქალი ლიდერების საზოგადოების ჩამოყალიბება ტექნოლოგიებში.
ფორმატი:
ქვეყანას წარადგენს 4 გოგონასგან შემდგარი გუნდი. შეჯიბრი მოიცავს ორ სამუშაო დღეს, სადაც მონაწილეები ინდივიდუალურად ხსნიან ალგორითმულ ამოცანებს 5-საათიან რეჟიმში
ხშირად დასმული კითხვები
ვისთვის არის ოლიმპიადა?
chevron-down-outlined
ოლიმპიადა განკუთვნილია 18 წლამდე გოგონებისთვის, რომლებიც ინტერესდებიან პროგრამირებითა და ალგორითმებით.
სად ტარდება საერთაშორისო ოლიმპიადა?
chevron-down-outlined
საერთაშორისო ოლიმპიადა 2026 წელს, იტალიაში, ცესენატიკოში ჩატარდება
თარიღი: 12–18 მაისი.
რამდენ ეტაპიანია ოლიმპიადა?
chevron-down-outlined
შესარჩევი ეტაპი ორტურიანია.
თითო ტურში: 3 ამოცანა
დრო: 5 საათი
იგივე ფორმატია საერთაშორისო ოლიმპიადაზეც.
რა სახის ტესტები შედის ოლიმპიადაში?
chevron-down-outlined
მონაწილეებს ეძლევათ რთული ალგორითმული ამოცანები, რომლებიც მოითხოვს:
ოპტიმალური გადაწყვეტის მოძებნას
ალგორითმის სწორად შემუშავებას
პროგრამულ რეალიზაციას
ალგორითმებისა და მონაცემთა სტრუქტურების ცოდნას
რა ფორმატში ტარდება შესარჩევი ოლიმპიადა?
chevron-down-outlined
შესარჩევი ეტაპი ტარდება BTU-ს კამპუსზე.
როგორ და როდის დავრეგისტრირდე?
chevron-down-outlined
რეგისტრაცია ხდება Google Forms-ის კითხვარის შევსების შედეგად.
ფორმის ლინკი ხელმისაწვდომი იქნება ეროვნული ოლიმპიადების რეგისტრაციის დაწყებისთანავე, თიბისის ვებ გვერდზე.
რის მიხედვით ხდება ნაკრების შერჩევა?
chevron-down-outlined
ნაკრების ფორმირება ხდება შესარჩევ ტურებზე ნაჩვენები შედეგების საფუძველზე.
რამდენი წევრისგან შედგება ნაკრები?
chevron-down-outlined
ტარდება ორი შესარჩევი ტური, რის შედეგადაც ფორმირდება ნაკრები:
4 ძირითადი წევრი
2 რეზერვისტი
რა სახით ხდება ნაკრების გადამზადება?
chevron-down-outlined
ნაკრების წევრების გადამზადება თითოეული ოლიმპიადისთვის ხდება ოლიმპიადაზე გამგზავრების წინ ორგანიზებულ 20-დღიან შეკრებაზე. მეცადიენობები მიმდინარეობს ნაკრების წევრებთან და რეზერვისტებთან საერთაშორისო ოლიმპიადების სტანდარტის შესაბამისად.