ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ყოველწლიური სამეცნიერო შეჯიბრია სკოლის მოსწავლეებისთვის. ეს ოლიმპიადა არის გამორჩეული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისთვის, რათა მათ დახვეწონ თავიანთი უნარები ალგორითმების დიზაინში, მონაცემთა სტრუქტურებში, პრობლემების ანალიზსა და პროგრამირებაში.
მთავარი მიზნები:
ინფორმატიკის სფეროში განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების აღმოჩენა, წახალისება და აღიარება.
ინფორმატიკის, როგორც დისციპლინის, პოპულარიზაცია ახალგაზრდებში.
ფორმატი:
თითოეულ ქვეყანას წარადგენს 4 მოსწავლისგან შემდგარი გუნდი. შეჯიბრი ორდღიანია: თითოეულ დღეს მონაწილეები ინდივიდუალურად მუშაობენ 3 რთული ალგორითმული ამოცანის გადაჭრაზე 5 საათის განმავლობაში.
ხშირად დასმული კითხვები
ვისთვის არის ოლიმპიადა?
chevron-down-outlined
18 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეებისთვის.
სად ტარდება შესარჩევი ოლიმპიადა?
chevron-down-outlined
შესარჩევ ოლიმპიადას განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს დაკვეთით ნაკრების ხელმძღვანელებთან ერთად აორგანიზებს საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. ტექ ოლიმპიადების ჰაბი უზურნველყოფს წინა ოლიმპიადის მონაწილეებისთვის და მომდევნო შერჩეული მონაწილეებისთვის ზამთრის და ზაფხულის ბანაკებს.
სად ტარდება საერთაშორისო ოლიმპიადა?
chevron-down-outlined
უზბეკეთი, ტაშკენტი, 9-16 აგვისტო
რამდენ ეტაპიანია ოლიმპიადა?
chevron-down-outlined
შესარჩევი ეტაპი ორტურიანია. თითოეულ ტურზე მოსწავლეებს ამოსახსნელად ეძლევათ 3 ამოცანა და 5 საათი სამუშაო დრო. იგივე ხდება საერთაშორისო ოლიმპიადაზეც.
რა სახის ტესტები შედის ოლიმპიადაში?
chevron-down-outlined
ოლიმპიადაზე მონაწილეებს ეძლევათ ალგორითმული შინაარსის რთული ამოცანები, რომლებიც გათვლილია დიდი რაოდენობის მონაცემებზე და საჭიროებს ოპტიმალური გადაწყვეტის მოძებნას.
მონაწილემ უნდა: მოიფიქროს ამოცანის ამოსახსნელად შესაბამისი ოპტიმალური ალგორითმი და განახორციელოს მისი პროგრამული რეალიზაცია
როგორ და როდის დავრეგისტრირდე?
chevron-down-outlined
რეგისტრაცია ხდება Google Forms-ის კითხვარის შევსების შედეგად. ფორმის ლინკი ხელმისაწვდომი იქნება ეროვნული ოლიმპიადების რეგისტრაციის დაწყებისთანავე, თიბისის ვებ გვერდზე.
რეგისტრაციის თარიღი 1-15 მარტი
რის მიხედვით ხდება ნაკრების შერჩევა?
chevron-down-outlined
ნაკრების ფორმირება ხდება შესარჩევ ტურებზე ნაჩვენები შედეგების საფუძველზე.
რამდენი წევრისგან შედგება ნაკრები?
chevron-down-outlined
ტარდება ორი შესარჩევი ტური, რის შედეგადაც ფორმირდება ნაკრები:
4 ძირითადი წევრი, 4 რეზერვისტი
რა სახით ხდება ნაკრების გადამზადება?
chevron-down-outlined
ნაკრების წევრების გადამზადება თითოეული ოლიმპიადისთვის ხდება ოლიმპიადაზე გამგზავრების წინ ორგანიზებულ 20-დღიან შეკრებაზე. მეცადინეობები მიმდინარეობს ნაკრების წევრებთან და რეზერვისტებთან საერთაშორისო ოლიმპიადების სტანდარტის შესაბამისად.