DevOps

web3

whiteboard
შეხვედრების რაოდენობა

78 ლექცია

calendar-outlined
კურსის ხანგრძლივობა

156 საათი

laptop-outlined
ლექციების ფორმატი

Online (Microsoft Teams)

კურსის აღწერა 

დღევანდელ ტექნოლოგიურ ეპოქაში DevOps მეთოდოლოგიას და მასთან ასოცირებულ ხელსაწყოებს უდიდესი წილი უკავია პროდუქტის სწრაფი შექმნა/განვითარების და მომხმარებელზე ეფექტურად მიწოდების კუთხით. პროდუქტის შექმნის/განვითარების იდეის გაჩენიდან დაწყებული მომხმარებელთან მიწოდებამდე, DevOps მეთოდოლოგიის და მასთან ასოცირებული ხელსაწყოების  SDLC-ში (Software Development Life Cycle) ინტეგრაცია რადიკალურად ცვლის პროცესის მიმდინარეობას, რასაც უფრო ახლოს მივყავართ კომპანიის მთავარ მისიამდე, მომხმარებლის კმაყოფილებამდე. 

კურსის  მიზანია, DevOps მეთოდოლოგიის და პრაქტიკაში გამოყენებადი ხელსაწყოების ძირეული შესწავლა. მათი პრაქტიკაში რეალიზება და რეალურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებული სამუშაოების შესრულება. 

 კურსის ფარგლებში შეისწავლით, როგორც DevOps (mindset) მეთოდოლოგიას და მიდგომებს, ასევე დღესდღეობით ტექნოლოგიურ სფეროში მოწინავე კომპანიების მიერ შექმნილ ხელსაწყოებს. ხელსაწყოების გამოყენება მეთოდოლოგიასთან შერწყმის საფუძველზე მოგცემთ საშუალებას, დაეხმაროთ კომპანიის თანამშრომლებს როგორც მეთოდოლოგიური ასევე ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია/განვითარების კუთხით.  

DevOps Bootcamp-ის ფარგლებში თიბისი IT აკადემიის ბაზაზე შეიქმნა პრაქტიკული ლაბები, სადაც სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა იმუშაონ სპეციალურად მათთვის შექმნილ პრაქტიკულ ლაბებში, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას გამოიყენონ თეორიული ცოდნა კონტროლირებად გარემოში და იმუშაონ რეალურ ინსტრუმენტებთან და ტექნოლოგიებთან.