კურსის აღწერა
ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში, ძლიერი IT მხარდაჭერა გადამწყვეტია ნებისმიერი კომპანიისთვის. IT მხარდაჭერის პროფესიონალები უზრუნველყოფენ კომპიუტერული სისტემების გამართულ ფუნქციონირებას, ქსელების მართვას, უსაფრთხოების პროცესებს და მომხმარებელთა ტექნიკურ დახმარებას.
ეს კურსი არის მათთვის, ვისაც სურს საფუძვლიანი ცოდნის მიღება და პრაქტიკული უნარების გამომუშავება, IT მხარდაჭერის სფეროში კარიერის დასაწყებად ან განსავითარებლად.
კურსის განმავლობაში მონაწილეები შეისწავლიან IT ინფრასტრუქტურის ადმინისტრირებას, ქსელური პრობლემების დიაგნოსტიკას, მონაცემთა დაცვას, პროგრამული უზრუნველყოფის მართვასა და მომხმარებელთა მხარდაჭერის სტრატეგიებს. ყველა სესია მოიცავს პრაქტიკულ დავალებებს, რაც უზრუნველყოფს მიღებული ცოდნის რეალურ სამუშაო გარემოში გამოყენებას.
კურსი ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში. შეხვედრების უმეტესობა ჩატარდება ონლაინ, თუმცა თემის სპეციფიკიდან გამომდინარე, რამდენიმე შეხვედრა ორგანიზებული იქნება ფიზიკურ სივრცეში.
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შეეძლებათ:
chevron-down-outlinedIT მხარდაჭერის ძირითადი პრობლემების დიაგნოსტიკა და გადაჭრა.
ოპერაციული სისტემების (Windows, macOS) ინსტალაცია, კონფიგურაცია და მხარდაჭერა.
ოფისის პროგრამებისა და დისტანციური მართვის ინსტრუმენტების ეფექტური გამოყენება.
მომხმარებლების მართვა Active Directory-სა და Entra ID-ში.
უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების დაცვა, მათ შორის BitLocker-ის გამოყენება.
ქსელური ინფრასტრუქტურის მონიტორინგი, NAC და VPN ტექნოლოგიების გამოყენება.
მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება და სისტემური ლოგების ანალიზი.
ITIL-ის ძირითადი პრინციპების გაცნობა და ინციდენტების მართვა Jira-ს გამოყენებით.
AI ხელსაწყოების, როგორიცაა ChatGPT და Microsoft Copilot, გამოყენება IT მხარდაჭერის პროცესში.
მომხმარებელთან კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესება და მომხმარებლის პრობლემების ეფექტური მოგვარება.
ვისთვისაა კურსი
chevron-down-outlinedიმ პირებისთვის, რომლებსაც აქვთ IT სფეროს საბაზისო ცოდნა, მაგრამ არ გააჩნიათ პრაქტიკული გამოცდილება.
დამწყები IT სპეციალისტებისთვის, რომელთაც სურთ მიიღონ ცოდნა და უნარები IT მხარდაჭერის სფეროში დასაქმებისთვის.
ტექნოლოგიური პროცესებით დაინტერესებული პირებისთვის, რომლებიც სურთ შეისწავლონ IT ინფრასტრუქტურის მართვის საფუძვლები.
ყველა, ვისაც სურს კომპიუტერული სისტემების, ქსელებისა და მომხმარებლის მხარდაჭერის საკითხებში პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.
დამატებითი ინფორმაციისთვის შემოუერთდი TBC IT აკადემიის Discord Server-ს: https://discord.gg/wh464Y8edk
კურსის შინაარსი
chevron-down-outlinedკომპიუტერის და ოპერაციული სისტემების საფუძვლები
კომპიუტერის არქიტექტურა და პერიფერიული მოწყობილობები: მონაწილეები გაეცნობიან კომპიუტერის შიდა და გარე კომპონენტებს, მათ ფუნქციებსა და პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერები, სკანერები და სხვა) ინსტალაციასა და მართვას.
Windows და macOS ოპერაციული სისტემები: მონაწილეები ისწავლიან ოპერაციული სისტემების ინსტალაციას, კონფიგურაციასა და განახლებას, რაც აუცილებელია სისტემების მხარდაჭერისთვის ყოველდღიურ სამუშაო პროცესებში.
BitLocker და დისკის უსაფრთხოების მართვა: მონაწილეები შეისწავლიან დისკის შიფრაციის პროცესებსა და უსაფრთხოების საუკეთესო პრაქტიკებს კომპანიის მონაცემების დაცვისთვის.
საოფისე პროდუქტიულობა და დისტანციური მართვა
Office 365 პროდუქტები: მონაწილეები დაეუფლებიან Outlook-ის, Teams-ის და SharePoint-ის ეფექტურ გამოყენებას გუნდური მუშაობის პროდუქტიულობის გასაზრდელად.
Excel-ის საფუძვლები: მონაწილეები შეისწავლიან მონაცემების მართვას, ფილტრაციასა და ძირითადი ფორმულების გამოყენებას, რაც მნიშვნელოვანია მონაცემთა ანალიზისთვის.
დისტანციური მართვის ინსტრუმენტები: მონაწილეები გაეცნობიან AnyDesk-ს, CMD-ს, PowerShell-სა და Terminal-ის ძირითად ბრძანებებსა და სკრიპტების გამოყენებას, რაც მათ საშუალებას მისცემს დისტანციურად და ეფექტურად მოაგვარონ ტექნიკური პრობლემები.
ღრუბლოვანი სერვისები და მომხმარებლის მართვა
Entra ID და Active Directory: მონაწილეები ისწავლიან მომხმარებლისა და ჯგუფების მართვას, ასევე წვდომის პოლიტიკის კონფიგურაციას უსაფრთხო და ორგანიზებული სამუშაო გარემოს შესაქმნელად.
MDM-INTUNE და Jamf: მობილური და სამუშაო მოწყობილობების რეგისტრაცია და მართვა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დისტანციური მუშაობის პირობებში.
VDI (VMware Horizon): ვირტუალური სამუშაო გარემოს მართვა და ტრაბელშუტინგი, რაც საშუალებას მისცემს ეფექტურად იმუშაონ ვირტუალურ ინფრასტრუქტურაში.
ქსელები და უსაფრთხოება
NAC Network და Cisco AnyConnect VPN: მონაწილეები გაეცნობიან ქსელის წვდომის კონტროლსა და VPN-ის მართვას, რაც უზრუნველყოფს ქსელის უსაფრთხოებას და დისტანციური წვდომის გამართულ მუშაობას.
ქსელური თრაბელშუტინგი: ქსელური პრობლემების დიაგნოსტიკა (Ping, Trace, DNS), რაც აუცილებელია ხარვეზების სწრაფად აღმოსაფხვრელად.
IP ტელეფონია: მონაწილეები გაეცნობიან IP ტელეფონების სისტემებსა და მათი თრაბელშუტინგის მეთოდებს, რაც მნიშვნელოვანია კორპორაციული კომუნიკაციის გამართული მუშაობისთვის.
მონაცემთა ბაზები და სისტემების მონიტორინგი
MS SQL და Oracle საფუძვლები: მონაცემთა ბაზების მართვა და შეკითხვების შექმნა, რაც საჭიროა მონაცემთა ანალიზისა და შენახვის პროცესების ეფექტური მართვისთვის.
Graylog და ლოგების მონიტორინგი: ლოგების შეგროვება და ანალიზი, რაც უზრუნველყოფს სისტემის პრობლემების პრევენციას და დროულ გადაწყვეტას.
მომხმარებელთან ურთიერთობა და AI ხელსაწყოები
ChatGPT, Microsoft Copilot და სხვა AI ინსტრუმენტები: მონაწილეები ისწავლიან AI ტექნოლოგიების გამოყენებას IT მხარდაჭერის პროცესში, რაც ხელს შეუწყობს სამუშაო პროცესის ავტომატიზაციას და ეფექტურობის ამაღლებას.
მომხმარებლის საჭიროებების ამოცნობა და კომუნიკაციის უნარები: მონაწილეებს განუვითარდებათ უნარები მომხმარებლის მოთხოვნების სწრაფად ამოცნობისა და საჭიროებების ეფექტურად დაკმაყოფილების მიმართულებით.
შერჩევის ეტაპები
chevron-down-outlinedI ეტაპი - რეგისტრაცია.
II ეტაპი - უნარების ტესტირება.
III ეტაპი - ტექნიკური ტესტირება (კანდიდატების შესარჩევად გამოვიყენებთ ტესტს, რომელიც შეაფასებს მათ საბაზისო IT ცოდნასა და უნარებს).
IVეტაპი - HR სამოტივაციო ვიდეოს ატვირთვა (ინგლისურად).
Vეტაპი - გასაუბრება.