<link rel="stylesheet" href="/assets/tbcx/css/tbcx-font-faces.css" media="print" data-beasties-media="all"><noscript><link rel="stylesheet" href="/assets/tbcx/css/tbcx-font-faces.css">
globe-outlined
EN
chevron-down-outlined
მუქი თემა

Quality Engineering & Test Automation

Test Automation

whiteboard-outlined
შეხვედრების რაოდენობა

60 ლექცია

calendar-outlined
კურსის ხანგრძლივობა

120 საათი

laptop-outlined
ლექციების ფორმატი

Online (Microsoft Teams)

კურსის აღწერა 

ხარისხის ინჟინერია არის პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის უზრუნველყოფის კომპლექსური მიდგომა, რომელიც აერთიანებს მანუალურ და ავტომატიზებულ ტესტირებას, ხარისხის სხვადასხვა მახასიათებლის შეფასებას და ხარვეზების პრევენციას განვითარების მთელი ციკლის განმავლობაში. Quality Engineer არა მხოლოდ ამოწმებს, მუშაობს თუ არა პროდუქტი სწორად, არამედ ეხმარება გუნდს შექმნას უფრო სტაბილური, სანდო და ხარისხიანი პროგრამული უზრუნველყოფა.

კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან პროგრამულ ენებსა და ინსტრუმენტებს, როგორიცაა Java, Playwright, Rest Assured და სხვა. ისინი გაეცნობიან ტესტ დიზაინის პრინციპებს, UI და API ტესტირებას, ავტომატიზაციის ჩარჩოს შექმნასა და CI/CD პროცესებში ინტეგრაციას. ასევე ისწავლიან Zephyr Scale-ის გამოყენებას, ტესტ-სცენარების სწორად დაგეგმვას, შესრულებასა და დოკუმენტირებას.

კურსის მიზანია სტუდენტებს განუვითაროს როგორც ტესტირების, ისე ხარისხზე ორიენტირებული საინჟინრო აზროვნება. მიღებული ცოდნით ისინი შეძლებენ რისკების აღმოჩენას, ტესტირების ეფექტური სტრატეგიის შერჩევას, შესაბამისი მანუალური თუ ავტომატიზებული მიდგომების გამოყენებას და თანამედროვე Agile გუნდში Quality Engineer-ის როლში წარმატებით მუშაობას.