<link rel="stylesheet" href="/assets/tbcx/css/tbcx-font-faces.css" media="print" data-beasties-media="all"><noscript><link rel="stylesheet" href="/assets/tbcx/css/tbcx-font-faces.css">
globe-outlined
EN
chevron-down-outlined
მუქი თემა

ხელოვნური ინტელექტი კონცეფციიდან პროდუქტამდე

from concept to product

education-outlined
ლექციების რაოდენობა

20 ლექცია

calendar-outlined
ლექციების ხანგრძლივობა

3 თვე

laptop-outlined
ლექციების ფორმატი

Google meets

კურსის ფარგლებში მზა AI ინსტრუმენტების უბრალო მოხმარების ნაცვლად, ააგებ, დაატრენინგებ, შეაფასებ და რეალურ ინტერფეისებში (Gradio) ინტეგრირებას განახორციელებ ML Pipeline-ებსა და AI ჩატბოტებს (RAG არქიტექტურით ან დაფაინტუნებული მოდელებით). 

რა არის კურსის მიზანი? 

კურსის მიზანია, შეიძინო ის ცოდნა და უნარები, რომლებიც დაგჭირდება მანქანური სწავლებისა (ML) და ბუნებრივი ენის დამუშავების (NLP) მათემატიკური და ალგორითმული საფუძვლების გასაგებად.  

პრაქტიკული კურსის ბოლოს, ფინალურ პროექტზე მუშაობისას, დამოუკიდებლად შექმნი, AI მოდელებს აპლიკაციის სახით. 

ვისთვისაა კურსი?  

სასწავლო პროგრამაში მონაწილეობისთვის არ გჭირდება საბაზისო ცოდნა. უნდა იყო სკოლის მოსწავლე, მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით, გქონდეს ძლიერი ინტერესი და ბექგრაუნდი მათემატიკასა თუ ლოგიკაში და წვდომა კომპიუტერსა და ინტერნეტთან.    

რა გეცოდინება კურსის გავლის შემდეგ?  

  • „შავი ყუთიდან“ (Black Box) „თეთრ ყუთამდე“ (White Box): სტანდარტულ AI-First კურსებში AI აღიქმება როგორც მზა ასისტენტი ან მომხმარებლის ინსტრუმენტი (პრომპტინგი, API-ს მიერთება). ამ კურსში მოსწავლეები ჩადიან AI-ს „კაპოტის ქვეშ“ (Under the Hood) და იგებენ იმ მათემატიკურ მექანიზმებს (ალბათობა, გრადიენტული დაშვება, ვექტორული სივრცეები, მანძილის მეტრიკები), რომლებზეც ეს მოდელებია აგებული. 

  • მოდელების შექმნა და დატრენინგება (Creating vs Consuming): ნაცვლად იმისა, რომ მხოლოდ გამოიყენონ სხვისი შექმნილი AI, მოსწავლეები თავად ქმნიან ML მოდელებს, მუშაობენ ჰიპერპარამეტრების ოპტიმიზაციაზე, მოდელის შეფასების მეტრიკებზე (Precision, Recall, F1-Score) და RAG (Retrieval-Augmented Generation) არქიტექტურაზე. 

  • მათემატიკური და ტექნოლოგიური სინერგია: კურსი არის ერთგვარი ხიდი სკოლის მათემატიკასა და თანამედროვე Deep Learning / LLM ტექნოლოგიებს შორის, რაც მოსწავლეს აძლევს ფუნდამენტურ ინჟინრულ აზროვნებას. 

file-list-outlined